თავი V — პირის გადაცემა საერთაშორისო სასამართლოსთვის
1. პატიმრობა გადაცემის მიზნით გრძელდება გადაცემის მთელი პროცესის მანძილზე.
2. დასაბუთებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი წესით დევნილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეიტანოს შუამდგომლობა პატიმრობიდან დროებით განთავისუფლების მოთხოვნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს.
3. თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით გადასაცემი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე არ დაიშვება მისი არც გათავისუფლება და არც საქართველოდან გაყვანა. ასევე აუცილებელია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა ასეთი პირისათვის პატიმრობის პირობების ყოველგვარი შემსუბუქების, მისი ნახვისა და მისი კორესპონდენციის კონტროლისათვის.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი № 2706 - სსმ I , № 12 , 24.03.2010 წ., მუხ. 72
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3555 - ვებგვერდი, 18.05.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.05.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (20.08.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. პატიმრობა გადაცემის მიზნით 1. პატიმრობა გადაცემის მიზნით გრძელდება გადაცემის მთელი პროცესის მანძილზე. 2. დასაბუთებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი წესით დევნილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეიტანოს შუამდგომლობა პატიმრობიდან დროებით განთავისუფლების მოთხოვნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს. 3. თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით გადასაცემი პირი იმყოფპება წინასწარ პაიტენციმურობ დაში ან სასჯწელს იხდის თავისებუფლებაშის აღკვე მოთის ადგილვსებშული, უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე არ დაიშვება მისი არც განთავისუფლება და არც საქართველოდან გაყვანა. ასევე აუცილებელია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა ასეთი პირისათვის პატიმრობის პირობების ყოველგვარი შემსუბუქების, მისი ნახვისა და მისი კორესპონდენციის კონტროლისათვის. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი № 2706 - სსმ I , № 12 , 24.03.2010 წ., მუხ. 72
საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“, მუხლი 24, №2972, 14.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 490.010.010.05.001.001.372 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12922/muxli-24/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია