1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიძლება გაასაჩივროს იმ პირმა, რომელსაც პირადად და უშუალოდ შეეხო გატარებული ღონისძიება ან აქვს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების კანონიერი საფუძველი.
2. თუ გასაჩივრებისთვის უფლებამოსილი პირი ასაჩივრებს იმ საკითხს, რომელსაც სტატუტის შესაბამისად შეფასება შეიძლება მისცეს მხოლოდ საერთაშორისო სასამართლომ, ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო საჩივარს უგზავნის საერთაშორისო სასამართლოს, თუ მას ჯერ კიდევ არა აქვს გამოტანილი გადაწყვეტილება.
3. საჩივარი თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულების შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
4. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1737 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.224
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.08.2003).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.03.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 43. გასაჩივრება სასამართლოში 1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიძლება გაასაჩივროს იმ პირმა, რომელსაც პირადად და უშუალოდ შეეხო გატარებული ღონისძიება ან აქვს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების კანონიერი საფუძველი. 2. თუ გასაჩივრებისთვის უფლებამოსილი პირი ასაჩივრებს იმ საკითხს, რომელსაც სტატუტის შესაბამისად შეფასება შეიძლება მისცეს მხოლოდ საერთაშორისო სასამართლომ, ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო საჩივარს უგზავნის საერთაშორისო სასამართლოს, თუ მას ჯერ კიდევ არა აქვს გამოტანილი გადაწყვეტილება. 3. საჩივარი თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულების შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. 4. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 15 დღის ვადაში. საქართველოსაქართველოს ს 2005 წლის 23 ივნისივნისის ი ს კანონი №№1737 1737 - სსმ II, ,№36, № 36 , 11.07.2005 წ., მუხ. 224მუხ.224
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 20/08/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება