მუხლი 45. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პირობები
თავი VIII — საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება
1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით, საქართველოში შეიძლება აღსრულდეს კანონიერ ძალაში შესული საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ გასამართლებული პირი არის საქართველოს მოქალაქე ან/და მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და საქართველოს ტერიტორიაზე აქვს საკუთრება.
2. საქართველოში საერთაშორისო სასამართლოს მიერ სასჯელის სახით დანიშნული ფულადი სახდელი შეიძლება აღსრულდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მსჯავრდებულს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საზღვარგარეთ აქვს, მაგრამ საქართველოში აქვს საკუთრება.
წინა რედაქცია (20.08.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პირობები 1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით, საქართველოში შეიძლება აღსრულდეს კანონიერ ძალაში შესული საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ გასამართლებული პირი არის საქართველოს მოქალაქე ან/და მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და საქართველოს ტერიტორიაზე აქვს საკუთრება. 2. საქართველოში საერთაშორისო სასამართლოს მიერ სასჯელის სახით დანიშნული ფულადი სახდელი შეიძლება აღსრულდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მსჯავრდებულს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საზღვარგარეთ აქვს, მაგრამ საქართველოში აქვს საკუთრება. 3. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება „პაენიტენციმურობის შ კოდექსახებ“ით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2706 - სსმ I, №12,24.03.2010წ., მუხ.72
საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“, მუხლი 45, №2972, 14.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 490.010.010.05.001.001.372 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12922/muxli-45/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია