საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეთათვის სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობების დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.08.2004 ძალადაკარგული 29.11.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№311
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 82, 09/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №311

2004 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

  საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეთათვის სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობების დადგენის შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტისა და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:

1. დაუდგინდეთ სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობები საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრისა და კონტრტერორისტული დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეებს.

2. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრისა და კონტრტერორისტული დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს  განაკვეთები თანდართული ნუსხის მიხედვით.

3. თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

მ. სააკაშვილი

 

დანართი

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური ცენტრისა და კონტრტერორისტული დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ზოგიერთი კატეგორიის მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი

1

ცენტრის (მთავარი სამმართველოს) უფროსი

800.0

2

სამმართველოს უფროსი და მასთან გათანაბ-რებული პირები

750.0

3

სამმართველოს უფროსის მოადგილე და მას-თან გათანაბრებული პირები

700.0

4

განყოფილების უფროსი და მასთან გათა-ნაბრებული პირები

650.0

5

განყოფილების უფროსის მოადგილე და მას-თან გათანაბრებული პირები

600.0

6

ქვეგანყოფილების უფროსი და მასთან გათა-ნაბრებული პირები

550.0

7

ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული პირები

500.0

8

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი და მასთან გათანაბრებული პირები

450.0

9

ოპერატიული თანამშრომელი და მასთან გათანაბრებული პირები

400.0