საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2004 ძალადაკარგული 27.12.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№336
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 19/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №336

2004 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი).

2. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ივ. მერაბიშვილი) ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს სასწავლო ცენტრის წესდება და წარმომადგენლობაზე დანიშნოს უფლებამოსილი პირი (ხელმძღვანელი).

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს სასწავლო ცენტრისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა.

4. სასწავლო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტომ.

მ. სააკაშვილი