სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.06.2009 ძალადაკარგული 18.06.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№116
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 78, 26/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №116

2009 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქ­ტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვ­ნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდე­ბული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების თანდართული წესი.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური

სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების დაფინანსების წესი

1. ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ადგენს საქართველოს იურიდიული პირების (შემდგომში – ეკონომიკური აგენტები) მიერ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში კრედიტორი ქვეყნებისათვის მიწოდებული ან მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომ­სახურების) ღირებულების დაფინანსების პირობებს.

2. წესი შემუშავებულია საქართველოს სახელმწიფო სა­გარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების (შემდგომში – საგარეო ვალის დაფარვა) ხარჯების შემცირების, ეროვნული წარმოების სტიმულირებისა და იმ ეკონომიკური აგენტების საქმიანობის ხელშესაწყობად, რომელთაც აქვთ სათანადო საქმიანი კონტაქტები და უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეო­ბით ახორციელებენ პროდუქციის ექსპორტს კრედიტორი ქვეყნებისათვის.

3. სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის დაფარ­ვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან ეკონომიკური აგენ­ტებისათვის ანაზღაურებული სახსრების საერთო ოდე­ნობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ კანონით კრედიტორი ქვეყნებისადმი სა­გარეო ვალის დაფარვის მიზნით მოცემული წლისათვის გამოყოფილ ასიგნებათა საერთო მოცულობას.

4. ეკონომიკური აგენტების დაფინანსების განხორცი­ელებისათვის აუცილებელია არსებობდეს კრედიტორი ქვეყ­ნის უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ კრედიტორი ქვეყნისათვის ეკონომიკური აგენტების მიერ რომელიმე კონკრეტული პროდუქციის (სამუშაოს, მომსა­ხურების) ექსპორტის (მიწოდების) შემთხვევაში ექსპორ­ტირებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირე­ბულების შესაბამისად შეამცირებენ კრედიტორი ქვეყნისადმი საგარეო ვალის მოცულობას.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც საგარეო ვალის მოცუ­ლობის შემცირება წინ უსწრებს ეკონომიკური აგენტის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინის­ტ­რო და დაფინანსება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

6. ეკონომიკური აგენტების მიერ წინასწარი დაფინან­სების თაობაზე თხოვნით მომართვის შემთხვევაში წინას­წა­რი დაფინანსების თანხების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამო­ყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავ­რობა. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

7. ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს განსა­ზ­ღვრული შემდეგი:

ა) მონაცემები კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გამოგზავნილი შეტყობინების თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების გაფორმებას;

ბ) რისი მიწოდება ხდება (მოხდა) საგარეო ვალის შესამცირებლად (პროდუქციის, სამუშაოს, მომსახურების);

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკონო­მიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების საფუძვლად ჩაითვლება კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანო­თა შეტყობინება საგარეო ვალის კრედიტორი ქვეყნის წინაშე კონკრეტული თანხით შემცირების თაობაზე;

დ) მხარეთა ვალდებულებები, მათ შორის, ეკონომიკური აგენტის ვალდებულება, წინასწარ შეათანხმონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან მათ მიერ საგარეო ვალის და­ფარვის ანგარიშში კრედიტორი ქვეყნისათვის წლის გან­მავ­ლობაში მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსა­ხურების) ღირებულება;

ე) მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში საგარეო ვალის შემცირების გრაფიკი და ეკონომიკური აგენტისათვის თანხების ანაზღაურების ვადა;

ვ) სადისკონტო განაკვეთი, რომლის გათვალის­წინები­თაც მოხდება ეკონომიკური აგენტისათვის თანხების ანაზღა­ურება;

ზ) წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში ეკონომიკური აგენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა უზ­რუნველყოფის საშუალებები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური აგენტი საქართ­ველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე უზ­რუნ­ველყოფს კრედიტორი ქვეყნისათვის მიწოდებული პრო­დუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების ანგა­რიშში საგარეო ვალის დაფარვას, გადაწყვეტილებას ეკონო­მიკური აგენტისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების თა­ო­ბაზე ღებულობს საქართველოს მთავრობა.

9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ხელშეკრუ­ლებით განსაზღვრული პირობების სრულად შესრულებიდან ორ კვირაში საქართველოს მთავრობას წარუდგენს ინფორ­მაციას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრუ­ლების თაობაზე.