ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.04.2011 ძალადაკარგული 31.08.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
330010040.35.134.016031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110415003, 19/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება № 12

2011 წ ლის 8 აპრილი

დაბა ქედა

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 43 -ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობის შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით:

ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენ ო ბა;

ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ -მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;

გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;

დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან ტოლია 5 მ-ისა;

ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვ -მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);

ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტური ს გამოყენებით და კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის 1 მ -მდე ჩაღრმავების ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს;

ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;

თ) საზოგადო ე ბრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ -მდე სი მ აღლისა და  6მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენება -ნაგებობები ან/და დანადგარები;

ი) ხაზობრივი ნაგებობები III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წ ყა ლარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები;

კ) ლანდშაფტური მშენებლობა.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაუშვებელია, თუ შენობა-ნაგებობის ნებისმიერ ი ფასადი მდებარეობს:

ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50 მ -იან ზონაში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა -ნაგებობის მშენებლო ბი სათვის/განთავსებისათვის (გარდა 1 -ლი პუნქტის „გ “, „ვ “, „ზ “ და „ი “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა -ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით “;

ბ) საზოგადოე ბ რივი სივრცის (მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის) უშუალოდ მომიჯნავედ.    I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლო ბი სათვის / განთავსებისათვის (გარდა 1-ლი პუნქტის „გ“, „ვ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით) სავალდებულოა მშენებლო ბ ის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.

3. ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძიდან ორივე მხარეს 50 მ-იან ზონაში განთავსებულად ან/და საზოგადოე ბ რ ი ვი სივრცის (მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის) უშუალოდ მომიჯნავედ განთავსებულად, თუ შენობა-ნაგებობასა და წინამდებარე დადგენილების        მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებს შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ან სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის) მხარეს განთავსებულ ფასადს.

4 . ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილების განსაზღვრის შესახებ, სადაც დასაშვებია I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობა“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №27 დადგენილება.

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        ბ . დიასამიძე