სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №341
2002 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „სამთავრობო კომისიების შექმნის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის №204 ბრძანებულების შესაბამისად:
1. შეიქმნას სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი
რევაზ ბერიძე – საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე
როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
კარლო გუჯაბიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული
აკაკი ზოიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
დიმიტრი კოტეტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ტრანსპორტის, კომუნიკაციების, მშენებლობისა და ურბანიზაციის განყოფილების გამგე, კომისიის მდივანი
გიორგი ქერქაძე – სუფსის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი
გიორგი ჭანტურია – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი.
2. კომისიამ ერთ თვეში:
ა) შეისწავლოს საკითხი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს მთავრობასა და უცხოურ ნავთობკომპანიებს შორის დადებული „ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის“ ხელშეკრულებების გათვალისწინებით, განსაზღვროს ნავსადგურის აკვატორიაში შემოსულ ტანკერებზე სანავსადგურო ტარიფების გადახდასთან დაკავშირებით სუფსის საზღვაო ნავსადგურის უფლებამოსილება, შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში;
ბ) შეიმუშაოს საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
3. კომისიის მიერ მომზადებული წინადადებები და დასკვნები წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.
4. კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საქმის წარმოება განახორციელონ სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისმა სტრუქტურებმა.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.09.2006.
- როდის იქნა მიღებული „სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- „სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 19.07.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №341. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.09.2006-დან.
- სად არის „სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, №341, 19.07.2002, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1295936/