კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №360
2002 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების განსახორციელებლად:
1. სამომხმარებლო ბაზრის უხარისხო და ფალსიფიცირებული კვების პროდუქტებისაგან დაცვის მიზნით „სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ნება დაერთოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ლაბორატორიული გამოცდების (ტესტირების) მომსახურება განახორციელოს დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
2. მომსახურების საფუძველზე მიღებული შემოსავალი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურისათვის გახსნილი სპეციალური (არასაბიუჯეტო) სახსრების ანგარიშზე და მოხმარდეს ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, აგრეთვე სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და დასაქმებულ მუშაკთა მატერიალურ წახალისებას.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.09.2006.
- როდის იქნა მიღებული „კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“?
- „კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 04.08.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №360. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.09.2006-დან.
- სად არის „კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“, №360, 04.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1301539/