შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.04.2011 ძალადაკარგული 12.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.135.016027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110418002, 29/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №14

2011 წლის 8 აპრილი

დაბა შუახევი                          

შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ “ ქვეპუნქტ ის , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204 -ე მუხლ ის პირველი ნაწილის „ბ “ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

1. შემოღებულ იქნეს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.

2. განისაზღვროს ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები დანართი 1-ის შესაბამისად.

3. განისაზღვროს მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, დანართი 2-ის შესაბამისად.

4. გადასახადისაგან გათავისუფლდეს :

 ა. მრავალსართულიან (მრავალბინიან) საცხოვრებელ კორპუსებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.

ბ. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.

5 . ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელის კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადის გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგასახადო კოდექსის ნორმებით.

6 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 11 წლის 23 თებერვლის №1 დადგენილება

7 . ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ი . ქათამაძე

დანართი 1

ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები

  1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.

3. წყალმომარაგების მომსახურების გამწევი საწარმოსთვის/ორგანიზაციის ა თვის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0.1%-ის ოდენობი თ.

4. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტი.

დანართი 2

მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში.

 

 

მიწის ხარისხი და კატეგორია

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 ჰა -ზე (ლარებში )

1

სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწა (კარგი/მწირი ხარისხის) გარდა: საძოვრებისთვის (ბუნებრივი, გაკულტურებული); სათიბებისთვის (ბუნებრივი, გაკულტურებული);

60

 

2

საძოვრებისთვის (ბუნებრივი, გაკულტურებული)

15

3

სათიბებისთვის (ბუნებრივი, გაკულტურებული)

19

4

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისთვის

20

5

ავტოფარეხისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი

0,25 ლარი 1 მ2-ზე

6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის

3 ლარი 1 ჰექტარზე

 

2. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური საბაზისო გადასახადი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით.

3. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 1 ოდენობით.