საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.03.2002 ძალადაკარგული 06.10.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№99
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 12/03/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №99

2002 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა  შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტე­მაში მოქმედი დაწესებულებების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური პირობების შემდგომი გაუმჯობესების საფინანსო უზრუნველყოფის დამა­ტე­ბითი მექანიზმების შესაქმნელად:

1. 2003 წლის 1 იანვრამდე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-5 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის, სამოქალაქო მდგომარეობის აქტების აღდგენისათვის, სამოქალაქო მდგომარეობის აქტებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანისათვის, შესაბამისი მოწმობების ხელმეორედ გაცემისათვის, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცნობების გაცემისათვის, საქართველოს მოქალაქე­ობის შეძენის, მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის აღდგენისათვის, საზღვარგარეთიდან საქართველოში მუდმივად საც-ხოვრებლად შემოსვლის (იმიგრაციის) შესახებ განცხადების განხილ­ვისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის 80 პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე, ხოლო 20 პროცენტი –სახელმწიფო ბიუჯეტში.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (რ. გილიგაშვილი) იურიდიული და ფიზიკური პირების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან, ქორწინების დამაბ­რკოლებელ გარემოებათა არარსებობის თაობაზე ცნობის გაცე­მასთან, ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე, აგრეთვე უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებული საქმიანობა განახორციელოს „ფასებისა და ფასწარ­მოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის ღონის­ძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივლისის №323 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სის­ტემაში მოქმედი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 19 მარტის №103 ბრძანებულება.

ე. შევარდნაძე