ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.04.2011 ძალადაკარგული 24.09.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.129.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110418010, 20/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №11

2011წლის 15 აპრილი

ქ.ჭიათურა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად ,

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა

    მუხლი 1

დამტ კიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების თანდართული წესი (დანართი №1).

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭუმბურიძე

დანართი №1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს.

თავი I. სოციალური დახმარების სახეები

    მუხლი 1. სოციალური დახმარების სახეები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები:

ა) მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება;

ბ) ხანდაზმულთა დახმარება;

გ) ომის ვეტერანის სარიტუალო მომსახურება;

დ) მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება;

ე) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;

ვ) უმუშევართა სოციალური დაცვა;

ზ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება;

თ) დევნილთა სოციალური დაცვა;

ი) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება;

კ) ომის ვეტერანთა დახმარება.

თავი II. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

    მუხლი 2. მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება

1. მძიმე ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 250 ლარს.

2. მძიმე ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

3. მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შემდეგ კატეგორიას:

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს; დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს.

ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას; დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს.

გ) მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას; დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს.

4.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუფსიდიების სააგენტოდან);

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

    მუხლი 3. ხანდაზმულთა დახმარება

1. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზნულებს (100 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად, თანხის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

2. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

    მუხლი4. ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება;

ბ) ავღანეთის ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება;

2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი;

გ) დაღუპული ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

3. სარიტუალო მომსახურების თანხის ოდენობა შეადგენს 250 ლარს.

    მუხლი 5. მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება

1. მარჩენალ დაკარგულ პირებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად; თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს.

2. მარჩენალდაკარგულმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა მარჩენალის გარდაცვალების შესახებ;

დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

    მუხლი 6.ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:

ა) პირველი და მეორე შვილის დაბადებისას - 100 ლარი

  ბ) მესამე შვილის დაბადებისას - 150 ლარი

 გ) მეოთხე და შემდგომი შვილის დაბადებისას - 200 ლარი

 2 . ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადებ ა;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები) ;

    მუხლი 7. უმუშევართა სოციალური დაცვა;

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ის ოჯახები, რომელნიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებ იან და დახმარების თხოვნის მომენტში ოჯახის წევრები არ მუშაობენ და განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას.

2 . დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ოჯახის სტატუსი;

3. დახმარება გა იცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 50 ლარს.

    მუხლი 8. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება

1. სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სტიქიური მოვლენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობიდან შემოსული განცხადებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1500 ლარს.

    მუხლი 9. დევნილთა სოციალური დაცვა

1. იძულებით გადაადგილებულ პირებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს.;

2. მუნიციპალიტეტში წ ა რსადგენი დოკუმენტებია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

    მუხლი 10. ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება;

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებს:

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებ ს, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ გარდაცვლილთა ოჯახებ ს, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ ) გარდაცვლილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი;

დ ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

    მუხლი 11. ომის ვეტერანთა დახმარება.

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებ ს

ბ) ავღანეთის ომის მონაწილეებ ს,

გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს.

2 . თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 50 ლარს.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია ფაშიზმზე გამ ა რჯვების დღ ე ს 9 მაის ს მიიღებს ერთჯერად დახმარებას 50 ლარის ოდენობით;

4 . მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

თავი III. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება

    მუხლი 12. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა

1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტს.

2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.

3. მუნიციპალიტეტში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნისა და რეკომენდაციის მოსამზადებლად ეგზავნება შესაბამის კომისიას.

    მუხლი 13. კომისია

1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის            1/3- ი სა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.

3. კომისია იკრიბება თვეში ორჯერ მაინც და ამზადებს დასკვნ ებ სა და რეკომენდაც იებს საკრებულოს თავმჯდომარ ისათვის წარსადგენად.

4 . კომისია სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

5 . სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებით ი და ყოველმხრივ ი შესწავლის საფუძველზე.

    მუხლი 14.კომისიის სხდომის ოქმები

1. კომისი ის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ამ ოქმში.

3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.

4. კომისიის შეხვედრის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

    მუხლი 15. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარ ე , რომელიც კომისიის დასკვნის ა და რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

2 . გადაუდებელ შემთხვევაში, თუ აუცილებელია წინამდებარე წესის 1-ლი მუხლის „ზ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების გაცემა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშეც, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

    მუხლი 16. დახმარების გაცემა

1 . საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში.

2. თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო (დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე) ანგარიშსწორებით.

თავი IV. დასკვნითი დებულებანი

მუხლი17 . წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.