საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინოვაციო ეროვნული სამსახურის – საქინოვაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №150
2002 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინოვაციო ეროვნული სამსახურის – საქინოვაციის შესახებ
ქვეყანაში საინოვაციო საქმიანობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი განხორციელების კოორდინაციის მიზნით:
1. შეიქმნას საინოვაციო ეროვნული სამსახური – საქინოვაცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინოვაციო ეროვნული სამსახურის – საქინოვაციის თანდართული დებულება.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსათვის სამსახურის ფუნქციონირების მიზნით საჭირო ასიგნებათა გამოყოფა.
4. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საინოვაციო ეროვნული სამსახური – საქინოვაცია უზრუნველყოს საჭირო სამუშაო ფართობითა და მოწყობილობა-ინვენტარით.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საინოვაციო ეროვნული სამსახურის – საქინოვაციის დებულება
1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საინოვაციო ეროვნული სამსახური – საქინოვაცია (შემდგომში – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სამსახური შექმნილია საინოვაციო საქმიანობის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის.
3. სამსახურის საქმიანობა ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.
5. სამსახურს აქვს საკუთარი შტამპი, გერბიანი ბეჭედი თავისი დასახელებით და ემბლემა, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები საქართველოში და საზღვარგარეთ.
6. სამსახურის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში.
2. სამსახურის მიზანი, ფუნქციები და ამოცანები
1. სამსახურის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში საინოვაციო საქმიანობის განვითარებას, ამ საქმეში საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის აქტიურ ჩართვას.
2. სამსახურის ფუნქციებია:
ა) საინოვაციო საქმიანობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ წინადადებების შემუშავება;
ბ) საკუთრების განსახელმწიფოებრიობისა და კერძო მეწარმეობის ჩამოყალიბებისას კერძო ინოვაციური საქმიანობის აქტიური მხარდაჭერა საინოვაციო პროდუქციის და მომსახურების ბაზრის გაფართოების მიზნით;
გ) საინოვაციო პროექტებისა და პროგრამების საკონკურსო სისტემის შექმნა და მცირე და სწრაფად გამოსყიდვისუნარიანი საინოვაციო პროექტების რეალიზაციისათვის მხარდაჭერა;
დ) არასაბიუჯეტო სახსრების აქტიური მოზიდვა, დადგენილი წესით სპეციალური ფონდების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ საინოვაციო პროდუქციისა და მომსახურების ბაზრის ჩამოყალიბებას, გააფართოებენ ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დამუშავებისათვის აუცილებელი საფინანსო სახსრების მიღების საშუალებას;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე იურიდიული და ფიზიკური პირების მომსახურება საინოვაციო საქმიანობის შესახებ თანამედროვე ინფორმაციის მისაღებად;
ვ) უცხოეთისა და ადგილობრივი იურიდიული პირებისათვის დახმარების გაწევა საინოვაციო საქმიანობაში ინვესტიციების განხორციელების მიზნით;
ზ) საინოვაციო საქმიანობის სფეროში საკანონმდებლო-სამართლებრივი ბაზის შექმნასა და შემდგომ სრულყოფაში მონაწილეობა;
თ) საინოვაციო სფეროში მარკეტინგული საქმიანობის წარმართვა;
ი) თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოში საინოვაციო საქმიანობისათვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად;
კ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან საინოვაციო საქმიანობის სფეროში ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) დადგენილი წესით საექსპერტო, საკვლევი, სარედაქციო-საგამომცემლო და მთარგმნელობითი საქმიანობა;
მ) საკვლევ-საექსპერტო სამუშაოთა შესასრულებლად საბაზო დაწესებულებებად ხელშეკრულების საფუძველზე პროფილური დაწესებულებების გამოყენება.
3. მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, სამსახურის ამოცანებია:
ა) საინოვაციო საქმიანობის სფეროში სახელმწიფო შეკვეთების ფორმირების, უმნიშვნელოვანეს საინოვაციო პრობლემათა გადასაჭრელად საჭირო საცდელ-ექსპერიმენტული ბაზების განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ბ) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, კონცეფციებისა და სახელმწიფო პროგრამების (პროექტების) შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) სამსახურის წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის წარმოება; პარტნიორთა მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული სანქციების განხორციელება;
დ) საინოვაციო საქმიანობის მხარდამჭერი ინფრასტ რ უქტურის ჩამოყალიბება;
ე) პრინციპულად ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკის შექმნისათვის ხელშეწყობა;
ვ) საინოვაციო საქმიანობის სრულყოფა-განვითარების საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
ზ) ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ საინოვაციო საქმიანობის განვითარებისათვის მიღწევათა გამოფენების მოწყობა, პერიოდული მოხსენების მომზადება, კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და სხვათა მოწყობა, საზღვარგარეთ ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელება სამამულო ინოვაციების შესახებ;
თ) საინფორმაციო სისტემის შექმნა, რომელიც მოიცავს მონაცემებს საინოვაციო საქმიანობის შესახებ, ცნობებს საინოვაციო საქმიანობის საინ ფ ორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გამწევ პირთა შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციას საინოვაციო პროექტების, პროგრამების შესახებ, მონაცემებს საინოვაციო საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიციების, ტენდერების შესახებ და სხვა; მონაცემთა კომპიუტერული ბანკის შექმნა და სისტემატური შევსება.
3. სამსახურის საფინანსო სახსრები და ქონება
1. სამსახურის საფინანსო სახსრების წყაროებია:
ა) დაფინანსება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
ბ) სახელმწიფო შეკვეთები;
გ) კრედიტები და ინვესტიციები, მათ შორის უცხოური;
დ) გრანტები, მათ შორის უცხოური;
ე) საქველმოქმედო შენატანები;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი.
2. სამსახურის ქონება შედგება მისთვის გადაცემული ძირითადი ფონდებისაგან, ინვენტარის, საფინანსო რესურსებისა და შემოსავლებისაგან, რომლებიც აისახება სამსახურის დამოუკიდებელ ბალანსში.
3. სამსახურის შემოსავალი წარიმართება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
4. სამსახურის მართვა და უფლებამოსილებანი
1. სამსახურს მართავს სამსახურის გენერალური დი რ ექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. გენერალური დირექტორი ინიშნება შვიდი წლით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო შვიდწლიანი ვადით.
2. სამსახურს შეუძლია განახორციელოს:
ა) საინოვაციო საქმიანობისათვის განკუთვნილი ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების სახეობის, შინაარსისა და მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) პროფილის მიხედვით გაზეთის, ჟურნალის, ბუკლეტების, პროსპექტებისა და სხვათა გამოცემა ქვეყანაში საინოვაციო-ტექნოლოგიური საქმიანობის რეკლამისა და ინფორმაციის მიზნით;
გ) ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
დ) სამსახურის რეგიონალური სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების, ფილიალების, წარმომადგენლობების) შექმნა და ლიკვიდაცია;
ე) დასახული მიზნებისა და კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად დროებითი შემოქმედებითი ჯგუფების, საექსპერტო კომისიების, ლაბორატორიების, სამსახურების შექმნა, სამეცნიერო დაწესებულებებისა და საზოგადოებების, ცალკეული სპეციალისტების მოწვევა.
3. სამსახურის გენერალური დირექტორის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სამსახურის შინაგანაწესისა და სტრუქტურის შემუშავება და დამტკიცება;
ბ) სამსახურის რეგიონალური ორგანიზაციების დებულებათა დამტკიცება, რომლებითაც განისაზღვრება ამ ორგანოთა საქმიანობის მიმართულებები, ორგანიზაციული სტრუქტურა, დაფინანსების მექანიზმი, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის წესი, ანგარიშგების ფორმები და სხვ.;
გ) წინადადებების მომზადება სამსახურის საინვესტიციო, საკრედიტო, სამეურნეო და ადმინისტრაციული მმართველობის საკითხების შესახებ;
დ) თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება;
ე) მაპროფილებელი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაცვლა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) საინოვაციო საქმიანობის განვითარების რეგიონალური პროგრამების რეალიზაცია და კონტროლი ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრული ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში; ამ პროგრამების ადგილობრივი და ცენტრალური საბიუჯეტო სახსრებით უზრუნველყოფის, სამსახურის ერთიან საფინანსო ფონდში რეგიონალური ფონდებიდან სახსრების აკუმულირებისა და მათი განაწილების მექანიზმის დადგენა;
ზ) სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით: სამსახურის საშტატო ნუსხის, ხელფასის ფონდის, სარგოებისა და პრემიების სისტემის განსაზღვრა და დამტკიცება დადგენილი წესით; უძრავი და მოძრავი ქონოების შეძენა, გამოყენება და გასხვისება, სხვა გადაწყვეტილებების მიღება სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით.
4. სამსახურის გენერალური დირექტორი საკონტრაქტო წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორის მოადგილეებს, ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, სხვა თანამშრომლებს, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციის მეშვეობით.
5. სამსახურის გენერალური დირექტორი წარმოადგენს სამსახურს და ერთპიროვნულად მოქმედებს სამსახურის სახელით. იგი პასუხს აგებს სამსახურის საქმიანობისათვის, დებს ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, გამოსცემს ბრძანებებსა და შიდა ოპერატიული საქმიანობის მარეგულირებელ აქტებს.
6. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის, პერსპექტიული და მიმდინარე პრობლემების განხილვის, სამამულო და უცხოური უახლესი საინოვაციო პროექტებისა და ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით და სხვა რეკომენდაციების შემუშავებისათვის საქინოვაციასთა ნ, გენერალური დირექტორის ბრძანებით, იქმნება სათათბირო ორგანო – სამეცნიერო (მრჩეველთა) საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარე (სამსახურის გენერალური დირექტორი), სწავლული მდივანი და საბჭოს წევრები. საბჭოს წევრებად, გარდა სამსახურის წამყვანი სპეციალისტებისა, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
5. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.
6. სამსახურის საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგება
1. სამსახური ახორციელებს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვას და ანგარიშგებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის პირველი საფინანსო წელი იწყება მისი რეგისტრაციის დღიდან და მთავრდება იმავე წლის 31 დეკემბერს. შემდეგი საფინანსო წლები ემთხვევა კალენდარულს.
3. სამსახურის საფინანსო საქმიანობის ანგარიში ყოველწლიურად წარედგინება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს.
7. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სამსახურის ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება იყოს მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობა, ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
3. სამსახურის რეორგანიზაციის ან საქმიანობის მიზნების შეცვლის სხვა შემთხვევაში სამსახურის დებულებაში ცვლილება შედის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
4. სამსახურის ლიკვიდაციას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურის გენერალური დირექტორი ან სახელმწიფო კონტროლის განმ ა ხორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული სხვა ლიკვიდატორი.
5. სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.