პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება№188
2011 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასური და ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსება განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებულ პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვას ახორციელებენ საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით.
2. პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს და მათი დაფინანსების ზღვრულ ოდენობას ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის საფასურს ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ყოველთვიური საფასური არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს.
4. სახელმწიფო ფარავს პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ღირებულების 80%-ს.
5. თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა არ შედის პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში, პროფესიული სტუდენტი სწავლის საფასურს იხდის სრულად.
6. სახელმწიფო სრულად აფინანსებს პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე იმ პირთა სწავლას, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ საარსებო შემწეობის მისაღებად დადგენილ ზღვრულ ქულას.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 21.04.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №188. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.10.003.016348.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.03.2012-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“, №188, 21.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.016348 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1314613/