მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.04.2011 ძალადაკარგული 23.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.109.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110505023, 13/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№11

2011 წლის 29 აპრილი

ქ. მარტვილი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მუხლი 22, პუნქტი 1-ის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ მუხლი 195, პუნქტი 3-ის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12 მეტრ მიწაზე–5 ლარით.

2. სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 5%.

3. მოძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 5%.

    მუხლი 2

ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.   

საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ ბ. მიქავა

/საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.03.2012.
როდის იქნა მიღებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 29.04.2011. მიმღები ორგანო — მარტვილის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.109.016030.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.03.2012-დან.
სად არის „მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №11, 29.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1322070/