ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.05.2011 ძალადაკარგული 23.02.2018
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.117.016054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110510011, 17/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2011 წლის 6 მაისი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს :

ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 30 იანვრის №2 დადგენილება;

ბ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 30 იანვრის №5 დადგენილება;

გ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 5 მაისის №25 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                         კ . ფარჯანაძე

 

დანართი №1

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

 

N

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

(ლარებში)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

გამგებელი

2360

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

4

გამგებლის მოადგილე

900

5

აპარატის უფროსი

700

6

სამსახურის უფროსი

700

7

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

650

8

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

9

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

500

10

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული

400

11

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი

420

12

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი –  წამყვანი სპეციალისტი

340

13

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი –  უფროსი სპეციალისტი

280

14

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი –  სპეციალისტი

150