ა) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ე) ახდენს ჩატარებული შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგების წინასწარ განხილვას;
ვ) სამსახურის მთავარი სპეციალისტი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
ზ) იხილავს სამსახურში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას, მონაწილეობს მათ განხილვაში;
თ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი შიდა აუდიტის/ინსპექტირების შესახებ;
ი) აკონტროლებს შიდა აუდიტის/ინსპექტირების მიმდინარეობის მდგომარეობას და კვირაში ერთხელ სამსახურის უფროსს მოახსენებს შედეგების შესახებ;
კ) ყოველკვარტალურად სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ