1. სამსახურის მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის/ინსპექტირების მასალები დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება სამსახურში. აღნიშნული მასალების შენახვა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივის განყოფილებისათვის გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურში არსებული მასალებისა და დოკუმენტაციის გაცნობისა და ასლების მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. პერსონალური მონაცემებისა და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ან მისი ნაწილის გაცნობა ხდება კანონით დადგენილი წესით.
3. შემოწმების მიმდინარეობისას, საქმის წარმოების პროცესში შედგენილი და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.