"გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.05.2011 ბოლო ცვლილება 25.03.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4653
სარეგისტრაციო კოდი
360000000.05.001.016300
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110513019, 13/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„გარემოს დაცვის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) XVI თავი ჩ ა მოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XVI

სახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში

    მუხლი 57. სახელმწიფო კონტროლი

1. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვ ს, გამოიყენო ს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები „პოლიციის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“;

ბ) „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში გამოცემულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებების ა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“;

ბ) „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნები ს მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“;

გ) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“;

დ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

20 11 წლის 5 მაისი.

№4 653–I