⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.12.2006)
გაუქმებულია:

ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის საქონლის აღრიცხვის, წინასწარი ოპერაციებისა და აქციზური საქონლის ბარათის გაცემის ინსტრუქციის თაობაზე

მიღების თარიღი 10.01.2005
ძალის დაკარგვა 22.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 300380010.22.033.006921
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1, 10/01/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,125 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.01.2005 მიღება
22.12.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის საქონლის აღრიცხვის, წინასწარი ოპერაციებისა და აქციზური საქონლის ბარათის გაცემის ინსტრუქციის თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:"SPAcademi MT";} @font-face {font-family:sggg1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"sggg1","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"sggg1","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"sggg1","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:"sggg1","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:7.1pt 59.15pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.010.22.033.006.981 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №3 2005 წლის 10 იანვარი ქ. თბილისი ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის საქონლის აღრიცხვის, წინასწარი ოპერაციებისა და აქციზური საქონლის ბარათის გაცემის ინსტრუქციის თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 95-ე, 98​1-ე და 107-ე მუხლების შესაბამისად და „საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების, „ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულების, „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა“ და „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანების და „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით, ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის აღრიცხვის, წინასწარი ოპერაციების და აქციზური საქონლის ბარათის გაცემის ინსტრუქცია“. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს ახალი ნიმუშის სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარების დამზადება. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს ძველი ნიმუშის სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარების განადგურება. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 31 იანვრის №52 ბრძანება „თამბაქოს ნაწარმის იმპორტის აღრიცხვისა და დაბეგვრის სრულყოფის თაობაზე” და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 1 აგვისტოს №247 ბრძანება „ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), აღრიცხვის ინსტრუქცის თაობაზე”. 5. ბრძანების მე-2 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 6. ბრძანების პირველი, მე-3 და და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 7. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს ლაშა გოცირიძეს. ზ. ნოღაიდელი ნედლი ნავთობის და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენის ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის აღრიცხვის, წინასწარი ოპერაციების და აქციზური საქონლის ბარათის გაცემის ინსტრუქცია თავი I საერთო დებულება     მუხლი 1🔗. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნედლი ნავთობის და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელის, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების, თამბაქოს ნაწარმის (იხ. საქონლის ჩამონათვალი დანართი №2) (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენის ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) (შემდგომში – საქონლის) აღრიცხვის, წინასწარი ოპერაციების და აქციზური საქონლის ბარათის გაცემის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 95-ე, 98​1-ე და 107-ე მუხლების, „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა“ და „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანების და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №735 ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად და განსაზღვრავს ქვეყნის საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებელი ნედლი ნავთობის და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, საპოხი საშუალებების, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების და თხევადი გაზის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენის ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის აღრიცხვის, წინასწარი ოპერაციების განხორციელების და აქციზური საქონლის ბარათის გაცემის წესს.     მუხლი 2🔗. აკრძალულია საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ დამოწმებული სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – სსსდ დანართი №3) და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული აქციზური საქონლის ბარათის გარეშე (დანართი №5) საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება.     მუხლი 3🔗. სსსდ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვისა და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სსსდ-ის დამოწმება და აღრიცხვა ხდება ცენტრალიზებული წესით, „ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულების და წინამდებარე წესის თანახმად.     მუხლი 4🔗. სსსდ-ის შევსება ხდება ნედლი ნავთობის და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენის ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის (დანართი №1) შესაბამისად.     მუხლი 5🔗. სსსდ-ის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში წარადგენს დეკლარანტი, საქართველოს საბაჟო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. თავი II საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის (გარდა თამბაქოს ნაწარმისა) შემოტანა     მუხლი 6🔗. 1. ინსტრუქციაში მითითებული საქონლის სახეობებიდან, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის შეტანა უნდა განხორციელდეს დადგენილი აქციზური ხაზების სქემის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის შემომტანმა ან მისმა უფლებამოსილმა პირმა საქართველოს საბაჟო კოდექსის 22-ე თავის (წინასწარი ოპერაციები) ნორმების შესაბამისად, ამის შესახებ წინასწარ უნდა განაცხადოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში და წარადგინოს სსსდ, რომელიც არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის შემოტანის და შესაბამისი გაფორმების საბაჟო ორგანოში სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველი. 3. სსსდ-ის დასამოწმებლად საბაჟო დეპარტამენს წარედგინება: ა) განაცხადი (იხილეთ დანართი №4), რომელიც საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიიღება და აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში; ბ) სსსდ და საქონლის რაოდენობის, სახეობის, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები ან მათი ასლები; გ) სსსდ-ში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულება, ანგარიშფაქტურა). აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) აქციზური საქონლის შემოტანის და/ან გატანის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის აქციზური საქონლის ბარათი; ე) საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.     მუხლი 7🔗. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს სსსდ-ში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების და დარიცხული საბაჟო გადასახდელების წინასწარ შემოწმებას ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის დროს საბაჟო ღირებულების და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორეს აკონტროლებს გაფორმების საბაჟო ორგანო.     მუხლი 8🔗. 1. სსსდ ივსება ოთხ ეგზემპლარად. პირველი რჩება საბაჟო დეპარ­ტა­მენტში, მეორე ეგზავნება შემომშვებ საბაჟო ორგანოს ელექტრონული ფოსტით, ფაქსით, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით ან საქონლის შემოტანის ან მისი უფლებამოსილი პირის სურვილისამებრ – მის მიერ ადგილზე ჩატანით. მესამე განკუთვნილია საქონლის შემომტანის ან მისი უფლებამოსილი პირისათვის, მეოთხე კი იმ საბაჟო ორგანოსათვის, რომელიც ახორციელებს საქონლის საბაჟო გაფორმებას. 2. ელექტრონული ფოსტით და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებით გადაგზავნილი სსსდ-ის ორიგინალი შემომშვებ საბაჟო ორგანოს ეგზავნება საბაჟო კურიერის მეშვეობით. სსსდ-ის დამოწმება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების და იმპორტიორის მიერ იმპორტთან დაკავშირებული ყველა გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.     მუხლი 9🔗. სსსდ-ის მოქმედების ვადაა მისი დამოწმების დღიდან 30 კალენდარული დღე.     მუხლი 10🔗. სსსდ ითვლება ძალადაკარგულად იმ შემთხვევაში, თუ: ა) სსსდ-ის საბაჟო დეპარტამენტში დამოწმების შემდეგ შეიცვალა საქონლის რაოდენობა (მეტობის შემთხვევაში), საქონლის მესაკუთრე ან სხვა ძირითადი მაჩვენებლები; ბ) სსსდ-ის დამოწმების შემდეგ შეიცვალა საქონლის სახეობა; გ) სსსდ-ის დამოწმების შემდეგ შეიცვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილი; დ) სსსდ-ის დამოწმების შემდეგ შეიცვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის საბაჟო რეჟიმი; ე) სსსდ-ის ეგზემპლარის დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში; ვ) ამოიწურა სსსდ-ის მოქმედების ვადა.     მუხლი 11🔗. ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმპორტიორმა ან მისმა უფლებამოსილმა პირმა საბაჟო დეპარტამენტში გასაუქმებლად უნდა წარადგინოს ძალადაკარგული სსსდ-ის მე-3 და მე-4 ეგზემპლარი და მიიღოს საქონლის შემოტანის ახალი პირობების მიხედვით შედგენილი სსსდ, რაც წარმოადგენს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის უფლებას.     მუხლი 12🔗. საქონლის საბაჟო გაფორმებას ახორციელებს ის საბაჟო ორგანო, რომელიც ყველაზე ახლოს არის განლაგებული საბაჟო საზღვრის გადაკვეთის ადგილიდან, ან საქონლის შემომტანის ან მისი უფლებამოსილი პირის განაცხადის და საბაჟო დეპარტამენტის თანხმობის საფუძველზე ის საბაჟო ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეა რეგისტრირებული საქონლის შემომტანი, სსსდ-ის წარმოდგენის, მისი მონაცემების საბაჟო გაფორმებისათვის სავალდებულო საბუთების მონაცემებთან შედარების და იმპორტიორის მიერ იმპორტთან დაკავშირებული ყველა გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ: ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის შემოტანის შემთხვევაში გადახდის მომენტად ითვლება გამფორმებელი საბაჟო ორგანოს და/ან საბაჟო დეპარტამენტის სალაროში ნაღდი ფულის შეტანა და/ან გამფორმებელი საბაჟო ორგანოს და/ან საბაჟო დეპარტამენტის მიერ მითითებულ სპეციალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა; ბ) იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საბაჟო გაფორმების დასრულების შემდეგ საბაჟო დეპარტამენტის დასკვნით დაფიქსირდა წინასწარ გადახდილი თანხის ზედმეტობა, იმპორტის საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში მისი განკარგვა განხორციელდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 13🔗. შესაბამის საბაჟო ორგანოში გაფორმების დასრულების შემდეგ ივსება სსსდ-ის მე-4 პირის 28ა გრაფა, მოწმდება საბაჟო გაფორმებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ და იგზავნება საბაჟო დეპარტამენტის სატარიფო რეგულირების სამმართველოში. თავი III საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისაგან განსხვავებული საბაჟო რეჟიმებში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის შემოტანა/გატანა     მუხლი 14🔗. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტისაგან განსხვავებული კანონით გათვალისწინებული საბაჟო რეჟიმებში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის (თამბაქოს ნაწარმის დროს ტრნაზიტისა და რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის შემთხვევაში) შემოტანის შესახებ საქონლის შემომტანმა ან მისმა უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა განაცხადოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში. უნდა წარმოადგინოს მისი სახეობის, რაოდენობის და საქონლის ღირებულების დამოწმებისათვის შესაბამისი დოკუმენტები ან მათი ასლები, აგრეთვე აქციზური საქონლის ბარათი. წარმოდგენილი დოკუმენტების, საბაჟო გადასახდელების გადახდის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტი ახდენს სსსდ-ის დამოწმებას. ზემოაღნიშნული დოკუმენტების საბაჟო დეპარტამენტში გადმოგზავნა შესაძლებელია ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან კავშირგაბმულობის სხვა საშუალებით. სსსდ, ან შესაბამისად დამოწმებული ასლი წარმოადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის/გატანის და გადაადგილების საფუძველს ა) საქონლის (გარდა თამბაქოს ნაწარმისა) ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში სსსდ-ის დამოწმების საფუძველს წარმოადგენს გაფორმების საბაჟო ორგანოში მითითებული რეჟიმისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელების გადახდისა და საქონლის ღირებულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. ბ) საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისაგან განსხვავებული საბაჟო რეჟიმებით საქონლის (თამბაქოს ნაწარმის დროს ტრანზიტისა და რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის შემთხვევაში) შემოტანისას ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან კავშირგაბმულობის სხვა საშუალებით გადაგზავნილი სსსდ-ის ორიგინალი შემომშვებ-გამშვებ და/ან გამფორმებელ საბაჟო ორგანოს გადაეგზავნება იმავე წესით, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმიში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის შემოტანისას; გ) თუ რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო საწყობის საბაჟო რეჟიმებში გაცხადებული საქონლის შემთხვევაში დაირღვა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული რეჟიმის პირობები, საქონელი ექვემდებარება იმპორტის საბაჟო რეჟიმით გაფორმებას, ხოლო საბაჟო გადასახდელების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისა და რეექსპორტის საბაჟო რეჟიმებისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე ვრცელდება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მოთხოვნები.            მუხლი 15🔗. იმპორტისაგან განსხვავებული ყველა სხვა საბაჟო რეჟიმის დასრულების შემთხვევაში საბაჟო გადასახდელების გადახდის ფინანსური უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალება მოიხსნება კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV აქციზური საქონლის ბარათი      მუხლი 16🔗. „აქციზური საქონლის ბარათი“ (შემდგომში – ასბ-ი) წარმოადგენს სპეციალურ აღრიცხვის ბარათს, რომელიც სავალდებულოა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) შემოტანის/გატანის და საბაჟო გაფორმების პროცედურების დაწყებისათვის. ასბ-ის გაცემა და აღრიცხვა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში.     მუხლი 17🔗.       1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის მფლობელი წინასწარ აცხადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში საქონლის შემოტანის ან გატანის შესახებ, რის შემდეგომ ღებულობს ასბ-ს. 2. საქონლის შემომტანი (გამტანი) ასბ-ის მისაღებად აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში ვალდებულია წარადგინოს: ა) განაცხადი (იხილეთ დანართი №6), რომელიც მიიღება და აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში და რომელიც უნდა შეიცავდეს საქონლის მფლობელის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) საქონლის სახეობის, რაოდენობის, ღირებულების დოკუმენტი; გ) უკანასკნელი იმპორტირებული საქონლის ნაშთი და რეალიზაციის რეესტრი ( იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელს განხორციელებული აქვს აქციზური საქონლის შემოტანა ან გატანა); დ) სხვა საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხვაზე ყოფნის შემთხვევაში, ცნობა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების მდგომარეობის შესახებ.      მუხლი 18🔗. 1. აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოფს ასბ-ის გაცემას ერთი დასახელების საქონელზე, ერთი საბაჟო რეჟიმისათვის, ერთჯერადად, ან გასცემს წერილობით უარს ასბ-ის გაცემაზე, რასაც აცნობებს საქონლის მფლობელს. 2. ასბ-ის გაცემაზე საქონლის მფლობელს უარი ეთქმება იმ შემთხვევაში, თუ: ა) განაცხადში წარმოდგენილი მონაცემები არის არასრულყოფილი და/ან არასწორი; ბ) საქონლის შემომტანი/გამტანი (გადასახადის გადამხდელი) საგადასახადო ინსპექციაში არ წარადგენს საგადასახადო კოდექსით დადგენილ დეკლარაციებსა და გაანგარიშებებს ან წარადგენს არასრულყოფილად.                 მუხლი 19🔗. აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი მასალები და გაანგარიშებები, რომელიც უნდა ეცნობოს საქონლის შემომტანს /გამტანს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.              მუხლი 20🔗. ასბ-ის მოქმედების ვადაა მისი გაცემიდან 10 კალენდარული დღე.            მუხლი 21🔗. ასბ ძალადაკარგულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ასბ-ის გაცემის შემდეგ შეიცვალა საქონლის სახეობა; ბ) ასბ-ის გაცემის შემდეგ შეიცვალა საქონლის რაოდენობა (მეტობის შემთხვევაში), საქონლის მფლობელი ან სხვა ძირითადი მაჩვენებლები; გ) ასბ-ის გაცემის შემდეგ შეიცვალა საბაჟო გაფორმების ადგილი; დ) ასბ-ის გაცემის შემდეგ საბაჟო ორგანოს მიერ დადგინდა, რომ ასბ-ის მონაცემები არ ემთხვევა საბაჟო ორგანოში წარდგენილ მონაცემებს; ე) ამოიწურა ასბ-ის მოქმედების ვადა; ვ) საქონლის მფლობელის მიერ ასბ-ის გაუქმების საფუძვლიანი მოთხოვნით.     დანართი 1 ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელის, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენის ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი    თავი 1 საერთო დებულებანი 1. მოცემული წესი განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებელი ნედლი ნავთობის და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსენელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების, (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენის ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის (შემდგომში – საქონლის) სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – სსსდ) შევსების წესს. 2. სსსდ-ის კომპლექტი შედგება 4 აკინძული ფურცლისაგან, სსსდ ივსება საქონლის ყოველ პარტიაზე, რომელიც შედგება ერთი დასახელების საქონლისაგან იმ პირობით, რომ მათ მიმართ ვრცელდება ერთი და იგივე საბაჟო რეჟიმი. შევსებული სსსდ-ის ფურცლები ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი ფურცელი რჩება საბაჟო დეპარტამენტში და ინახება სპეციალურ არქივში; ბ) მეორე ფურცელი ეგზავნება იმ საბაჟო ორგანოს, საიდანაც უნდა შემოვიდეს საქონელი; გ) მესამე ფურცელი ეძლევა საქონლის შემომტანს ან მის უფლებამოსილ პირს; დ) მეოთხე ფურცელი წარედგინება იმ საბაჟო ორგანოს, რომელმაც უნდა მოახდინოს საბაჟო გაფორმების პროცედურა. საბაჟო გაფორმების დასრულების და 28ა გრაფის დამოწმების შემდგომ აღნიშნული ეგზემპლარი უბრუნდება საბაჟო დეპარტამენტის სატარიფო რეგულირების სამმართველოს შემდგომში სპეციალურ არქივში შესანახად. 3. დეკლარაციაში არ უნდა იყოს წაშლილი და გადასწორებული ადგილები. ყოველი შესწორების შეტანა უნდა მოხდეს არასწორი მონაცემების გადახაზვით და, თუ საჭიროა, შესაბამისი მონაცემების იმავე ფურცელზე ჩაბეჭდვით, ჩამატებით, ყოველი შესწორება მოწმდება ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით (იხ. ბეჭდის ნიმუში №7 დანართში). 4. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე.  თავი 2 თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტში) გაშვების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის (გარდა თამბაქოს ნაწარმისა) დეკლარირება  გრაფა 1. „დეკლარაციის სახე“ გრაფაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – იმპორტი – „იმ“, და ძირითადი საბაჟო რეჟიმის ორნიშნა კოდი – „40“.        გრაფა 2. „გამომგზავნი/ექსპორტიორი მისამართი“ გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები, იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი. გრაფა 3. „მიმღები/იმპორტიორი მისამართი“ გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღების რეკვიზიტები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი; თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი. გრაფა A. „გაფორმების საბაჟო“ გრაფაში აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს დასახელება, რომელმაც უნდა განახორციელოს საბაჟო გაფორმების პროცედურები.       გრაფა 4. „ფინანსურ დარეგულირებაზე პასუხისმგებელი და მისი საბანკო რეკვიზიტები“ გრაფაში აღინიშნება ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი, მისამართი და პირადობის დამადასტურებელი საბუთის ნომერი, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსურ ანგარიშსწორებაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი პირი წარმოადგენს საქონლის მიმღებს, კეთდება აღნიშვნა – „იხ. გრაფა 3“. გრაფის ზედა ნაწილში № ნიშნის შემდეგ აღინიშნება ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი პირის საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა ნომერი (კოდი). გრაფა 5. „გამომგზავნი ქვეყანა“ გრაფაში აღინიშნება საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის შესაბამისად. გრაფა 6. „გამომგზავნი ქვეყნის კოდი“ გრაფაში აღინიშნება გამომგზავნი ქვეყნის კოდი „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა“ და „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანების №3 დანართით დამტკიცებული მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის შესაბამისად. გრაფა 7. „წარმოშობის ქვეყანა“ გრაფაში ჩაიწერება საქონლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელება „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა“ და „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანების №3 დანართით დამტკიცებული მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის შესაბამისად. თუ კონტრაქტის შესრულების დროს საქონლის წარმოშობის ქვეყანა ცნობილი არ არის, მაშინ გრაფაში აღინიშნება – „უცნობი“         გრაფა 8. „დანიშნულების ქვეყანა“ გრაფაში ჩაიწერება საქართველო.       გრაფა 9. „დანიშნულების ქვეყნის კოდი“ გრაფაში ჩაიწერება საქართველოს ციფრული კოდი მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის შესაბამისად – „268“.         გრაფა 10. „მიწოდების პირობები“ გრაფის მარჯვენა მხარეს აღინიშნება მიწოდების პირობების ციფრული კოდი „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა“ და „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანების №5 დანართით დამტკიცებული მიწოდების პირობების კლასიფიკატორის შესაბამისად; მარცხენა მხარეს კი ჩაიწერება მიწოდების პირობების მოკლე დასახელება გეოგრაფიული პუნქტის მითითებით. გრაფა 11. „საბაჟო (საგუშაგო) საზღვარზე“ გრაფაში იწერება საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, საიდანაც უნდა შემოვიდეს საქონელი. გრაფა 12. „წინმსწრები დოკუმენტი“ გრაფაში იწერება წინმსწრები სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).          გრაფა 13. „ვალუტა და საქონლის ფაქტურული ღირებულება“ გრაფის მარცხენა მხარეს აღინიშნება კონტრაქტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი; მარჯვენა მხარეს ციფრებით აღინიშნება დეკლარირებისათვის გამიზნული საქონლის სასაქონლო პარტიის ღირებულება, კონტრაქტში მოცემული ვალუტის მიხედვით. გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ გრაფაში აღინიშნება კონტრაქტით გათვალისწინებული უცხოური ვალუტის კურსი (იხილეთ მე-13 გრაფის მარცხენა მხარე) ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილია დეკლარაციის დამოწმების დღისათვის. გრაფა 15. „საქონლის დასახელება“ გრაფაში ჩაიწერება საქონლის დასახელება და საჭიროების შემთხვევაში საქონლის დამატებითი დახასიათება (მონაცემები მათი მარკირების შესახებ). დაუშვებელია სსსდ-ში საქონლის მითითება სასაქონლო პოზიციის საერთო დასახელებით, რომელიც მოცემულია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში. გრაფა 16. „საქონლის სესსნ კოდი“ გრაფში ჩაიწერება საქონლის ცხრანიშნა კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით. სტრუქტურულად კოდი იწერება მიყოლებით, ყოველგვარი გამყოფი ნიშნების გარეშე. გრაფა 17. „ნეტო წონა (კგ)“ ამ გრაფაში მთელი რიცხვის სახით (დამრგვალებით) ჩაიწერება მე-15 გრაფაში აღწერილი საქონლის ნეტო წონა. ნეტო წონა არის საქონლის წონა ტარის (შეფუთვის) გარეშე.          გრაფა 18. „წარმოშობის ქვეყნის კოდი“ გრაფაში მიეთითება საქონლის წარმოშობის ქვეყნის ციფრული კოდი „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა“ და „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანების №3 დანართით დამტკიცებული მსოფლიო ქვეყნების კლასიფიკატორის შესაბამისად. გრაფა 19. „პრეფერენციები“ გრაფაში მიეთითება საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლების ხუთნიშნა კოდი 0/00/00, სადაც: ელემენტი პირველი აღნიშნავს საბაჟო პროცედურებზე მოსაკრებლებისაგან გათავისუფლების კოდს. გათავისუფლების შემთხვევაში იწერება კოდი – „1“, წინააღმდეგ შემთხვევაში – „0“ ელემენტი მეორე აღნიშნავს საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების კოდს. გათავისუფლების შემთხვევაში იწერება შესაბამისი კოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში – „00“. ელემენტი მესამე აღნიშნავს აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებას. გრაფა 20. „დამატებითი ინფორმაცია/წარდგენილი საბუთები“ გრაფაში აღინიშნება სსსდ-ის გაცემის დღისათვის არსებული კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების დასახელება, თარიღი და ნომერი.  გრაფა 21. „ფაქტურული ღირებულება“ გრაფაში აღინიშნება დეკლარაციის მე-15 გრაფაში მოცემული საქონლის საკონტრაქტო ღირებულება ეროვნულ ვალუტაში. თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით.          გრაფა 22. „ტრასპორტირების ღირებულება“ გრაფაში აღინიშნება საქონლის საქართველოს საზღვრამდე გადაადგილებაზე გაწეული სატრანსპორტო ხარჯები (ეროვნულ ვალუტაში), თუ ამის აუცილებლობას წარმოშობს მე-10 გრაფაში ჩაწერილი პირობა. გრაფა 23. „სხვა ხარჯები“ გრაფაში აღინიშნება ყველა იმ ხარჯების ჯამური მაჩვენებელი (ეროვნულ ვალუტაში), რომლებიც აუცილებელია საქონლის ღირებულების განსაზღვრავად, (22-ე გრაფაში მითითებული სატრანსპორტო ხარჯების გარდა).        გრაფა 24. „საქონლის ღირებულება“ გრაფაში ჩაიწერება მე-15 გრაფაში მითითებული საქონლის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში (21-ე, 22-ე, და 23-ე გრაფების ჯამი), თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ რიცხვამდე სიზუსტით. გრაფა 25. „სტატისტიკური ღირებულება“ გრაფაში აღინიშნება საქონლის საკონტრაქტო ღირებულება გამოანგარიშებული 24-ე გრაფის მონაცემებიდან აშშ დოლარებში. 24-ე გრაფაში აღნიშნული საქონლის ღირებულების გადაანგარიშება ამერიკულ დოლარებში წარმოებს სსსდ-ის დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით. გრაფა 26. „საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება“ გრაფის პირველ სვეტში – „სახე“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელების კოდები საბაჟო გადასახდელების კლასიფიკატორის შესაბამისად. გრაფის მეორე სვეტში – „დარიცხვის საფუძველი“ – შეიტანება დეკლარირებული საქონლის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში. გრაფის მესამე სვეტში – „განაკვეთი“ – აღინიშნება გადასახდელის განაკვეთი პროცენტობით საქონლის ღირებულების მიმართ. გრაფის მეოთხე სვეტში – „ჯამი“ – ჩაიწერება თანხა, მიღებული მეორე სვეტის მონაცემების გამრავლებით მესამე სვეტის პროცენტულ მონაცემებზე. გრაფის მეხუთე სვეტში – „ა.ფ“ (ანგარიშსწორების ფორმა) აღნიშნულია: ა) „უ.ა.“ – ბანკის მიერ უნაღდო ანგარიშსწორება; ბ) „ს.ს.“ – საბაჟო ორგანოს სალაროში ნაღდი ფულის შეტანა; გ) „ბ.გ.“ – თანხა გადახდილი არ არის, წარმოდგენილია ბანკის საგარანტიო წერილი; დ) „ს.პ.“ – თანხა გადახდილი არ არის, წარმოდგენილია სადაზღვევო პოლისი. გრაფა 27. „საგადასახადო გაანგარიშების დამოწმება“ გრაფაში უნდა დაისვას დამღა „წინასწარი საგადასახადო კონტროლი“ დამღაში მითითებულ ადგილზე იწერება თარიღი და კეთდება ხელმოწერა. ხელმოწერა შესრულებულ უნდა იქნეს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა.    გრაფა 28. „დეკლარაციაში მოყვანილი მონაცემების სისწორეს ვა­დას­ტურებ“ გრაფაში მიეთითება მე-3 გრაფაში აღნიშნული იურიდიული, ან მისი ნდობითი აღჭურვილი პირის გვარი და ინიციალები, რომლის გასწვრივაც კეთდება ხელმოწერა და ისმება მისი ბეჭედი. (ასეთის არსებობის შემთხვევაში).               გრაფა 28ა. „სსდ-ის №“ გრაფაში, საბაჟო გაფორმებისათვის უფლებამოსილი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი, საქონლის საბოლოო საბაჟო გაფორმების შემდეგ აღნიშნავს გაფორმებული სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ნომერს და ამოწმებს მისივე პირადნომრიანი ბეჭდით. გრაფა 29. „შევსების ადგილი და თარიღი“ გრაფაში მიეთითება სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი და უნდა დაისვას საბაჟო დეპარტამენტის დამღა „წინასწარი კონტროლი“. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა. გრაფა „მარკის ადგილი“ გრაფის ადგილას ეკერება სპეციალური ჰოლოგრამული მარკა. ელექტრონული ფოსტით, ფაქსით და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით სსსდ-ის გადაცემისას აღნიშნული გრაფა მოწმდება შემომშვები, ხოლო ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის შემთხვევაში გაფორმების საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ. თავი 2 რეექსპორტის რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის დეკლარირება გრაფები 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 28ა, 29 და გრაფა „მარკის ადგილი“ ივსება იმავე წესით, როგორც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი სსს-დეკლარაციის შევსების დროს. გრაფა 1. „დეკლარაციის სახე“ გრაფაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – რეექსპორტი – „რექ“ და ძირითადი საბაჟო რეჟიმის ორნიშნა კოდი „11“.     გრაფა 19. „პრეფერენციები“ არ ივსება.       თავი 3. ტრანზიტის რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის დეკლარირება   გრაფები 2, 3, 4, 5, 6, 7, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 21, 24, 25, 26, 27, 28ა, 29 და გრაფა „მარკის ადგილი“ ივსება იმავე წესით, როგორც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი სსს-დეკლარაციის შევსების დროს. გრაფა 1. „დეკლარაციის სახე“ გრაფაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ტრანზიტი – „ტრ“, და ძირითადი საბაჟო რეჟიმის ორნიშნა კოდი „80“. გრაფა 3. „მიმღები/იმპორტიორი მისამართი“ გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღები არარეზიდენტი იურიდიული პირის დასახელება და საფოსტო მისამართიან არარეზიდენტი ფიზიკური პირის სახელი, გვარი და მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი. თუ საგარეო სავაჭრო გარიგება გაფორმებულია შუამავლის მეშვეობით, მაშინ მიმღებად ითვლება საქონლის პირველი მფლობელი ამ გარიგების შესრულების შემდეგ. გრაფა 8. „დანიშნულების ქვეყანა“ გრაფაში აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის დასახელება „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა“ და „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანების №3 დანართით დამტკიცებული მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის შესაბამისად. გრაფა 9. „დანიშნულების ქვეყნის კოდი“ გრაფაში აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა“ და „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანების №3 დანართით დამტკიცებული მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის შესაბამისად. გრაფა 10. „მიწოდების პირობები“ არ ივსება. გრაფა 19. „პრეფერენციები“ არ ივსება.       გრაფა 22. „ტრანსპორტირების ღირებულება“ გრაფაში აღინიშნება საქონლის საქართველოს საზღვრამდე გადაადგილებაზე გაწეული სატრანსპორტო ხარჯები (ეროვნულ ვალუტაში).   გრაფა 23. „სხვა ხარჯები“ გრაფაში აღინიშნება ყველა იმ ხარჯების ჯამური მაჩვენებელი (ეროვნულ ვალუტაში), რომლებიც აუცილებელია საქონლის ღირებულების განსასაზღვრავად (22-ე გრაფაში მითითებული სატრანსპორტო ხარჯის გარდა).  გრაფა 28. „დეკლარაციაში მოყვანილი მონაცემების სისწორეს ვადასტურებ“ გრაფაში მიეთითება მე-4 გრაფაში აღნიშნული იურიდიული, ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის გვარი და ინიციალები, რომლის გასწვრივაც კეთდება ხელმოწერა და ისმება მისი ბეჭედი. (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თავი 4. საბაჟო საწყობის რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის (გარდა თამბაქოს ნაწარმისა) დეკლარირება     გრაფები 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 28ა, 29 და გრაფა „მარკის ადგილი“ ივსება იმავე წესით, როგორც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი სსს-დეკლარაციის შევსების დროს.   გრაფა 1. „დეკლარაციის სახე“ გრაფაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – საბაჟო საწყობი – „საწ“ და ძირითადი საბაჟო რეჟიმის ორნიშნა კოდი „74“.          გრაფა 19. „პრეფერენციები“ არ ივსება. დანართი №2 1. ნედლი ნავთობი – 270900900; 2. ბითუმი – 271320000; 271390900; 3. ზეთები – 340319100; 340319910; 340319990; 340399900; 4. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები – 271000110 – 271000980; 5. თხევადი გაზი – 271111000-271119000; 290110100-290129800; 6. პიროლიზური ფისი –391110000; 391190900; 7. მისამართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი – 270710100- 2707606000, გარდა ნაფტალინისა – 270740000; 290211100-290243000; 290511000-290516900; 3811111100-381190000; 381400100, 381400900; 271220000. 8. თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა): დანართი №4 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის განაცხადი საქართველოს საბაჟო კოდექსის 22-ე თავით (წინასწარი ოპერაციები) გათვალისწინებული პირობების შესაბამისად წინასწარ გატყობინებთ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების შესახებ:       საქონლის გამგზავნი________________________________________________________ ___________________________________________________________________________ საქონლის მიმღები _________________________________________________________ საბაჟო რეჟიმი  _____________________________________________________________ საქონლის დასახელება  ______________________________________________________ საქონლის რაოდენობა  ______________________________________________________ საქონლის მთლიანი ღირებულება ____________________________________________ საქონლის წარმოშობის ქვეყანა  _____________________________________________    გთხოვთ დაგვიმოწმოთ სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია       საქონლის მესაკუთრე, გადამზიდავი ან მათი ნდობით აღჭურვილი პირი   ბ. ა. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                 გაიცა სსსდ № თარიღი