საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.006.817
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №735
2004 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილისა და 123-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვას, მიმართულებების მიხედვით სავალდებულო რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ სააღრიცხვო-სარეგისტრაციო პუნქტებში:
ა) სენაკი-თბილისის გზის მონაკვეთის 243-ე კმ-ზე სოფ. ფარცხანაყანებთან;
ბ) მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის გზის მონაკვეთის მე-9 კმ-ზე სოფ. მისაქციელთან;
გ) ქ. ხაშურში.
2. რეგიონალურმა საბაჟოებმა და მათმა სტრუქტურულმა ერთეულებმა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისას უზრუნველყონ გადამზიდველების ინფორმირება და განმარტების მიცემა ამ ბრძანების პირველ მუხლში აღნიშნული სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე.
3. დანიშნულების საბაჟო ორგანოებმა არ მოახდინონ არააქციზური საქონლის გაშვება გადამზიდავის მიერ ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის დამადასტურებელი აღნიშვნების წარდგ ე ნის გარეშე.
4. ფინანსთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურმა საბაჟო დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოს სააღრიცხვო-სარეგისტრაციო პუნქტების განთავსება ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ადგილმდებარეობის მიხედვით და მათთვის საჭირო ინფრასტ რ უქტურის შექმნა.
5. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სააღრიცხვო-სარეგისტრაციო პუნქტების სადღეღამისო ფუნქციონირება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (გაცილების სამმართველოს) საშუალებით.
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.06.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ“?
- „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ“ მიღებულია 09.11.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №735. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.006817.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.06.2005-დან.
- სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ“, №735, 09.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.006817 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1362478/