შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.05.2011 ძალადაკარგული 01.12.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№210
სარეგისტრაციო კოდი
300230000.10.003.016370
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110518006, 18/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №210

2011 წლის13 მაისი

ქ. თბილისი

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2261 მუხლის შესაბამისად:

1. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტისათვის განისაზღვროს მომსახურების ტარიფი 160 ლარის ოდენობით ერთ ტონაზე.

2. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003289 სახაზინო კოდზე და ტარიფის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარედგინება ექსპორტის დეკლარაციასთან ერთად.

3. დაუშვებელია მომსახურების ტარიფის გადახდის გარეშე შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის განხორციელება.

4. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც  განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის, და რომელიც წარმოიშვება ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.

5. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა 2011 წლის 6 მაისიდან.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 6 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი        ნ. გილაური