საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი 010.320.030.11.106.004.663
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №78
2001 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები (დანართი №1).
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში წესდება თანამდებობათა შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
1. სამინისტროს ხელმძღვანელობა:
ა) მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი;
ბ) მინისტრის მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის, სამსახურის) უფროსი, რომლის დაქვემდებარებაში შედის ორი ან მეტი ქვედანაყოფი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
3. დეპარტამენტის, სამსახურის, მინისტრის კაბინეტის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს, განყოფილების, სექტორის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.
4. სამმართველოს, განყოფილების, ქვეგანყოფილების, სექტორის უფროსის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.
5. სამინისტროს სხვა მოსამსახურეები:
ა) მინისტრის მრჩეველი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწე – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;
გ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) მდივან-სპეციალისტი I კლასის იურისტი;
დ) სამინისტროს მრჩეველი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;
ე) სამინისტროს სპეციალისტი – II კლასის იურისტი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.07.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე“?
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე“ მიღებულია 22.02.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №78. სარეგისტრაციო კოდი — 010320030.11.106.004663.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.07.2007-დან.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე“, №78, 22.02.2001, სარეგისტრაციო კოდი 010320030.11.106.004663 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1331173/