„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.11.106.004.681
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №88
2001 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ვბრძანებ:
დამტკიცდეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესი” (დანართი №1).
მ. სააკაშვილი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესი”
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესს.
მუხლი 2
1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული თანხის 20% ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად წარიმართება სასამართლო აღმასრულებლების პრემირებაზე და სააღსრულებო ბიუროების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, 30% – სააღსრულებო დეპარტამენტისა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა პრემირებასა და სააღსრულებო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, ხოლო 50% – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის პრემირებასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე.
მუხლი 3
სასამართლო აღმასრულებლების პრემირებისა და სააღსრულებო ბიუროების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხის 50% წარიმართება იმ სასამართლო აღმასრულებელთა პრემირებისათვის, რომელთა წარმოებაში არსებული საქმეებიდან მოხდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, ხოლო 50% – მოხმარდება სააღსრულებო ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და სხვა სასამართლო აღმასრულებელთა პრემირებას.
მუხლი 4
1. საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი სააღსრულებო დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე ახდენს პრემიების ოდენობის დაანგარიშებასა და ამზადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტს სასამართლო აღმასრულებლების, სააღსრულებო დეპარტამენტისა და სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელთა პრემირების შესახებ.
2. სასამართლო აღმასრულებლებზე, სააღსრულებო დეპარეტამენტისა და სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებზე პრემიების გაცემა წარმოებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 5
სააღსრულებო დეპარტამენტისა და სააღსრულებო ბიუროების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხის ხარჯვა ხდება სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.06.2001.
- როდის იქნა მიღებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ?
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ მიღებულია 05.03.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №88. სარეგისტრაციო კოდი — 070110000.11.106.004681.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.06.2001-დან.
- სად არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ, №88, 05.03.2001, სარეგისტრაციო კოდი 070110000.11.106.004681 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1331801/