საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4684-Iს
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016311
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110518026, 18/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებ ებ ის შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილე ბები:

1. 125-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.“.

2. 1291 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ამავე კოდექსის 290-ე მუხლით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიურომ ჯარიმის იძულებითი გადახდევინება პრიორიტეტულად განახორციელოს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადებ ით ან/და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცი ით, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლი თ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.“.

3. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 1141, 1142, 116-ე, 117-ე, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 134-ე, 150-ე, 1533, 166-ე, 173-ე, 1741, 1752, 1761, 1771,           180-ე–183-ე, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“.

4. 240-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი გამომცემი უფლებამოსილი პირი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის მიერ მისი ამობეჭდვის შემთხვევაში.“.

5. 291-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება სამართალდამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, გარდა ამ კოდექსის 2282 მუხლისმე-2 ნაწილითა და 2283 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო ამავე კოდექსის 1291 მუხლი თ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევ ის ჩადენის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის იძულებით ი აღსრულება განხორციელდება 1291 მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნები სთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 მაისი.

№4684–I