“ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 23 ივნისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №16
2011 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 23 ივნისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად “ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 23 ივნისის №34 ბრძანების ( გაზეთი ,,24 საათი”, №146, 01.07.2009 წ.) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მთავრობა შედგება: მერის, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი), მერის მოადგილეების, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსისა და ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებისაგან. ქალაქ თბილისის რაიონების გამგებლები თანამდებობრივად შედიან მთავრობის შემადგენლობაში.”
ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 3. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხები, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის (შემდგომში - ადმინისტრაცია) შესაბამის სამსახურში წარმოდგენილ უნდა იქნეს მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ფორმით, წერილობით ან ელექტრონულად. წერილობითი სახის პროექტი წარდგენილ უნდა იქნეს თანდართულ ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.
2. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა, დაინტერესებულ მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და ორგანიზაციებთან შეთანხმებული პროექტები, თანდართულ მასალებთან ერთად, უნდა ჩაბარდეს ან გადაეგზავნოს ელექტრონული ფორმით ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს სხდომამდე 3 დღით ადრე.“;
გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მთავრობის სხდომის ჩატარებამდე, არა უგვიანეს 3 დღისა, სხდომის დღის წესრიგი და თანდართული მასალები ელექტრონული ან მატერიალური ფორმით გადაეგზავნებათ მთავრობის წევრებს.
დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მთავრობის სხდომა მოიწვევა არანაკლებ სამ თვეში ერთხელ მაინც, მთავრობის იურიდიულ მისამართზე. საჭიროების შემთხვევაში მთავრობის სხდომა შესაძლოა მოწვეულ იქნეს სხვა მისამართზეც. მთავრობის სხდომა იწყება დილის 11:00 სთ-ზე. ცალკეულ შემთხვევაში, მერი უფლებამოსილია მთავრობის სხდომა ჩაატაროს სხვა დროს.“;
ე) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავრობის სხდომაზე განსახილველად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურში ელექტრონული ან მატერიალური ფორმით წარდგენის უფლება აქვთ:
ა) ქ. თბილისის მერს;
ბ) ქ. თბილისის მთავრობის წევრს;
გ) საქალაქო სამსახურის უფროსს, რომელიც არ არის მთავრობის წევრი;
დ) ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს;
ე) მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს.“
ვ) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ელექტრონული ან მატერიალური ფორმით შეთანხმებული უნდა იყოს მერიის ყველა იმ სტრუქტურულ ერთეულთან, ტერიტორიულ ორგანოს ან/და ორგანიზაციასთან, რომელთა გამგებლობასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხები. პროექტის შემთანხმებელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს პროექტის წარმომდგენი.“
ზ) მე-5 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:
„მუხლი 231. ქ. თბილისის მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მთავრობის სხდომის მოწვევის გარეშე
1. ქ. თბილისის მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მთავრობის სხდომის მოწვევის გარეშე მიღების საკითხს პროექტის წარმომდგენის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე წყვეტს პროექტის წარმომდგენის შესაბამისი კურატორი, ქ. თბილისის მერის მოადგილე.
2. შესაბამისი კურატორი, ქ. თბილისის მერის მოადგილის თანხმობის შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარმომდგენი უზრუნველყოფს პროექტის ელექტრონულ ან მატერიალურ შეთანხმებას მერიის ყველა იმ სტრუქტურულ ერთეულთან, ტერიტორიულ ორგანოს ან/და ორგანიზაციასთან, რომელთა გამგებლობასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხები.
3. მერიის სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიულ ორგანო ან/და ორგანიზაცია, რომელსაც შესათანხმებლად წარედგინა პროექტი, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს (ვეთანხმები, არ ვეთანხმები), ელექტრონული ან მატერიალური ფორმით.
4. მერიის სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო ან/და ორგანიზაცია იმ შემთხვევაში, როდესაც არ ეთანხმება წარმოდგენილ პროექტს, უბრუნებს წარმომდგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს შენიშვით.
5. პროექტის მიმართ შენიშვნების არსებობისას, პროექტის წარმომდგენი ვალდებულია განიხილოს იგი, შენიშვნის ავტორთან შეთანხმების მიღწევის მიზნით.
6. პროექტის მიმართ სადავო საკითხზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, პროექტი შეიძლება მთავრობის სხდომის მოწვევის გარეშე განხილულ იქნეს შენიშვნებით და მათი გაუთვალისწინებლობის შესაბამისი არგუმენტაციით.
7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მთავრობის სხდომის მოწვევის გარეშე, მიღებულად ითვლებ, თუ მას მხარს დაუჭერს მთავრობის წევრების სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობის წევრების ხმის მიცემა ფიქსირდება ,,შეთანხმების ფურცელზე’’ ხელმოწერით. მთავრობის წევრების ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია დაფიქსირდეს ელექტრონული ფორმით.
8. ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს მთავრობის სხდომის მოწვევის გარეშე მიღებული პროექტის მერისათვის ხელმოსაწერად წარდგენას.
9. მთავრობის სხდომის მოწვევის გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების თარიღად ითვლება მერის მიერ მისი ხელმოწერის დღე.
10. ამ მუხლით განსაზღვრული წესით, მიღებული მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება მთავრობის უახლოესი სხდომის ოქმში.“.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. უგულავა