„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის №3/319 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №96/ნ |
|
2019 წლის 27 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-9 მუხლის :
ა) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი¹“ და „ი²“ ქვეპუნქტები:
„ი¹) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
ი²) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;“;
გ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“, „ქ“, „ღ“ ქვეპუნქტები:
„ფ) აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის შეჩერებას;
ქ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;
ღ) რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება.“.
2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობა შეადგენს სულ 15 წევრს, რომელთა შორის 8 წევრი არის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის პირი, 1 ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ხოლო 6 წევრით წარმოდგენილი არიან უნივერსიტეტის სტუდენტები.“.
3. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;“.
4. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;
ვ)უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.“.
5. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. უნივერსიტეტის რექტორი
1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
2. რექტორად 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. რექტორი წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და შემოქმედებით-სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს, აგრეთვე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
4. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
5. რექტორი ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. რექტორის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რექტორის მოადგილე ან რექტორის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
6. 24-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1¹ პუნქტი:
„1¹. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“;
გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. პირმა, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.“.
7. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ასრულებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.“.
8. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი
1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს აკადემიური საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. აკადემიურ საბჭოს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას. თუ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღისა ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც 4 წლის ვადით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს ხელმძღვანელისათვის წასაყენებელი დამატებითი მოთხოვნები.“.
9. 31-ე მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტები:
„ვ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის შეჩერებას;
ზ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“.
10. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. ფაკულტეტის დეკანი
1. ფაკულტეტის დეკანად 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
2. ფაკულტეტის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო, შემოქმედებით - სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ზ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;
თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“.
11. 33-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფაკულტეტზე სასწავლო და შემოქმედებით-სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.“.
12. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი
1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭოს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღისა ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით.“.
13. 36-ე მუხლის :
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ვადას და განისაზღვრება 4 წლით.“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
14. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ამ ფაკულტეტებზე წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.“.
15. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. პირმა, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც უნივერსიტეტის რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან უნივერსიტეტის რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.“.
16. 41-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
2. კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია ავტობიოგრაფიისა და ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა.“.
17. 43-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისაგან და ასისტენტისაგან.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“.
18. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები
უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1 .საშემსრულებლო მიმართულებით:
ა) პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც კონკურსამდე დაკავებული ჰქონდა პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა და აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება;
ა¹) პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და შემოქმედებითი წარმატების მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო ან/და პედაგოგიური და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება;
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც კონკურსამდე დაკავებული ჰქონდა პროფესორის, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა და აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;
ბ¹) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხისა და შემოქმედებითი წარმატების მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;
გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი,რომელიც ეწევა პედაგოგიურ ან/და აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას და აქვს პროფესიული წარმატებები;
დ) ასისტენტის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება დაინიშნოს მაგისტრანტი, რომელიც ეწევა პედაგოგიურ ან/და აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას.
2. თეორიული მიმართულებით:
ა) პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება;
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
დ) ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით.
3. პროფესორის თანამდებობაზე არჩეულმა პირმა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება უვადოდ დაიკავოს პროფესორის თანამდებობა, თუ პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით აირჩა ან/და აქვს განსაკუთრებული პროფესიული, შემოქმედებითი, პედაგოგიური ან/და სამეცნიერო მიღწევები. უვადოდ არჩეული პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით.
19. 46-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ემერიტუსის წოდების მინიჭება.“.
20. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები
1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2. უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს.“.
21. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით.“.
22. 50-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.“.
23. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
24. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლები
1.უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) წესდებისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა უხეში ან სისტემატური დარღვევა;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;
ვ) გარდაცვალება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2. უნივერსიტეტში ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად არ მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა.“.
25. 53-ე მუხლის :
პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1¹ პუნქტი:
ა) „1¹. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. უნივერსიტეტის რექტორს არ შეიძლება სხვა დაწესებულებაში ეკავოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობა ან ასრულებდეს ვადიანი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყოველთვიურ ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისა.“.
26. 61-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.“.
27. 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.“.
28. 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება.“.
29. 66-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
გ ) მე -3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3¹ პუნქტი :
„3¹.უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
30. 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
31. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 68. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი
სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია, მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.
32. 71-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უნივერსიტეტის წესდებას შეიმუშავებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.“.
|