„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 ოქტომბრის №01/745 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№79/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017703
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №79/ნ

2019 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 ოქტომბრის №01/745 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 ოქტომბრის №01/745 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.055.016031) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდებაში“ (შემდგომში – წესდება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესდების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი

სასწავლო უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის რექტორი“.

3. მე-14 მუხლის  მე-3  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“.

4. 26-ე მუხლს:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).“;

ბ)  მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც არა აქვს მოპოვებული დოქტორის აკადემიური ხარისხი, მაგრამ მისი კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის  აუცილებელი კომპეტენცია.

6. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ფაკულტეტის საბჭოს რეკომენდაციისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ფაკულტეტის საბჭოს მიერ რეკომენდაცია გაიცემა და აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრთა სიითი შეადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით;“.

5. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს სასწავლო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით. ასევე ისარგებლოს ელეტრონული სწავლებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“.

6. 41-ე მუხლის მე-2–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასწავლო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს სასწავლო უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, სასწავლო უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სასწავლო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლო უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

31. სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე, უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ბ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების , აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.

4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

5. სასწავლო უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, სასწავლო უნივერსიტეტის სპეციფიკასთან დაკავშირებულ სამეწარმეო/არასამეწარმეო საქმიანობას.“.

7. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 44. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული წესით.

2. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციას ან/და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა„ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს  წარდგინებით.“.

8. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 45. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი

1. წესდების ცვლილების პროექტის შემუშავება ხდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ. წარმომადგენლობით საბჭოში წესდების განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო.

2. წესდების ცვლილების პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.“. 

 9.  ამოღებულ იქნეს თავი IX.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი