„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 მაისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№62
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.016131
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110523010, 23/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №62

2011 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 მაისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,ვბრძანებ:

მუხლი 1. „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 მაისის №56 ბრძანებაში (სსმ. ვებგვერდი, 110512002, 13/05/2011წ.) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:

1.პირველი მუხლის მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„დ) „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების შესახებ“;

ე)„სამელიორაციო სისტემების ტექნიკური ექსპლოატაციის წესების დამტკიცების შესახებ.“;

ვ)„ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ“;

ზ)„საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“.“

2. პირველი მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

15. საქართველოს ეროვნული ბანკი:

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ა და ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების-საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.

3. პირველი მუხლის მე-16 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“, „კ“,„ლ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“, ქვეპუნქტები:

„ი)ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგიის, დადგენის წესების და პროცედურების დამტკიცების შესახებ;

კ)„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“;

ლ)„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“;

მ)„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“;

ნ)„ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“;

ო)„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგის ოდენობის გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ“;

პ)„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრონულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“.“

 4.პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:

„19. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“:

ა)„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“;

ბ)„საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ დამტკიცების თაობაზე“.

5.მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 2. ამ ბრძანების პირველი მუხლი სპირველი-მე-17და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გარდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ ექსპერტიზას არ საჭიროებენ ნორმატიული აქტის გამომცემი (მიმღები) ორგანოების მიერ გამოცემული (მიღებული) საქართველოს ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებითაც განისაზღვრება:

ა)თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები;

ბ)შესაბამის უწყებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა სოციალურ დაცვასთან და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები;

გ)მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

დ)მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსები;

ე) შრომის შინაგანაწესი;

ვ) სახელმწიფო სპეციალური და სამხედრო წოდებების მინიჭების წესი;

ზ) უწყებრივი მედლების დამტკიცება და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული წესები;

თ) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმ ე ლი და ატრიბუტიკ ა;

ი) სამსახურების ლოგოს, სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, სამკერდე ნიშნის, ლუქის, ბეჭდის, მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებელი სპეციალური დისკის ნიმუშები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი