იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.05.2011 ძალადაკარგული 21.11.2011
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.016125
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110512002, 13/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება№56

2011 წლის 11 მაისი

ქ.  თბილისი

იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.  განისაზღვროს იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალი (მათი გამომცემი/მიმღები ორგანოების მითითებით), რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას:

1. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო:

ა) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები/დროებითი რეგულირების წესები;

ბ) „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ” დებულებ ა;

გ) „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

დ),,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:

ა) „სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესი“;

ბ) „იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს“;

გ) „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“;

დ),,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ“ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”.

3. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სახმელეთო ტრანსპორტს მიკუთვნებულ საკითხებში:

 სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, ასევე სამოქალაქო ავიაციის სფერო ს ცალკეული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცებ ის შესახებ.

4.  საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“:

 „ლაბორატორიების და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების (სერტიფიკაციის ორგანოების) აკრედიტაციისადმი წესები ს,პროცედურები ს, ზოგადი მოთხოვნები ს დამტკიცების შესახებ“.  

5.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო:

„სამშენებლო ნორმებისა და წესების „სეისმომედეგი მშენებლობა“ დამტკიცების შესახებ“.

6.  საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო:

ა) ენერგეტიკული ობიექტების, მოწყობილობებისა და დანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმები და წესები;

ბ) „ელექტროენერგიის სიმძლავრის ბალანსების დამტკიცების შესახებ“;

გ) „ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“;

დ) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ე) „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“.

7.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

ა) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“;

ბ) „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.“.

8.  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო:

ა)„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“;

ბ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“;

გ),,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

დ),,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

ე),,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

ვ),,ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

ზ)„საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

თ)„საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ი) ,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“;

კ),,საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“;

ლ) „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“;

მ)საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული თავების და მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციები.

9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:

ა)„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“;

ბ)„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“;

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული კოლეჯების წესდებების დამტკიცების შესახებ“;

დ) „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“;

 ე) „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“;

 ვ) „მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დამტკიცების შესახებ“;

ზ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“.

10. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო:

„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“.

11.  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები:

„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ ნორმატიული აქტები“.

12.  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო:

ა)„მცენარის და ცხოველის ახალ ჯიშზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის მეთოდების დამტკიცებ ის შესახებ“;

ბ)„საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“;

გ)„საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“.

13.  ბუნებრივი რესურსების სააგენტო:

 „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“.

14.  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო:

ა)„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ)„შესყიდვების ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;

გ)„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;

დ)„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე;

ე)„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ“;

ვ)„სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მოთოდოლოგიის შემუშავების შესახებ“;

ზ)„კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“.

15.  საქართველოს ეროვნული ბანკი:

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.

16.  დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია:

ა) „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“;

ბ) „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“;

გ) „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“;

დ) „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“;

ე) „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“;

ვ) „სამელიორაციო მომსახურების ტარიფების შესახებ“;

ზ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“;

თ) „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“.

17.  დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია:

ა) „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების შესახებ“;

გ) „ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“;

დ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ე) „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ვ) „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“;

ზ) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“;

თ) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“.

18.  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი), შემდეგ საკითხებზე:

ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი ს დამტკიცება;

ბ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარებ ა;

დ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცება (თვითმმართველი ქალაქისა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო);

ე) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცება (საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო);

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ადგილების განსაზღვრა;

ზ) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის დამტკიცება (საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო);

თ) დასახლების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება;

ი) დასახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება;

კ) გეოგრაფიული ობიექტის სახელდება;

ლ) მრავალბინიან სახლებში ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცება;

მ) თვითმმართველ ერთეულში გარე რეკლამის გავრცელების გეგმ ის დამტკიცება;

ნ) საკრებულოს აპარატის შინაგანაწესის დამტკიცება;

ო) გამგეობის (მერიის) შინაგანაწესის დამტკიცება;

პ) საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება;

ჟ) გამგეობის (მერიის) მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება;

რ) თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დადგენა;

ს) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოებისა და წოდებების შემოღებ ისა და მათი მინიჭების წესი ს დამტკიცება.

 მუხლი 2.  ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ ექსპერტიზას არ საჭიროებენ, ნორმატიული აქტის გამომცემი (მიმღები) ორგანოების მიერ გამოცემული (მიღებული) ის ნორმატიული აქტები, რომლებითაც განისაზღვრება:

ა)თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები;

ბ) სოციალურ დაცვას ა და მატერიალურ უზრუნველყოფ ა სთან დაკავშირებული საკითხები;

გ)მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

დ)მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსები;

ე) შრომის შინაგანაწესი;

ვ) სახელმწიფო სპეციალური და სამხედრო წოდებების მინიჭების წესი;

ზ) უწყებრივი მედლების დამტკიცება და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული წესები;

თ) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმ ე ლი და ატრიბუტიკ ა;

ი) სამსახურების ლოგოს, სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, სამკერდე ნიშნის, ლუქის, ბეჭდის, მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებელი სპეციალური დისკის ნიმუშები.

მუხლი 3.  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 16 მაისიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                         თ. ბურჯალიანი