საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.04.2001 ძალადაკარგული 25.12.2003
ნომერი
№252
სარეგისტრაციო კოდი
200250000.11.114.004758
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 10/05/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.758

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება№252

2001 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის,  საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 ოქტომბრის №447 ბრძანებულების “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ” შესაბამისად, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით,ვბრძანებ:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით შემოღებულ იქნეს ყოველთვიური პრემია დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით, თანახმად დანართისა (№1).

2. საგადასახადო სისტემაში კვარტალური საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებისათვის და გაწეული მუშაობის შედეგების შესაბამისად უფლება მიეცეს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შეთანხმებით თითოეულ თანამშრომელზე გასცეს კვარტალური პრემიები ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური პრემიის ხუთმაგი ოდენობით.

3. ყოველთვიური და კვარტალური პრემიების თანხების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე  და საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შექმნილი ფონდებიდან.

4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების გაცემა აწარმოოს საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.

5. ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვის სამმართველომ (კ. გედევანიშვილი):

– ყოველი მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სამსახურის საპრემიო ფონდებისთვის საჭირო ოდენობის თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშებზე.

– ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს აღნიშნული სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო საექსპლუატაციო და სამეურნეო ხარჯების ხარჯთაღრიცხვების მომზადება და დასამტკიცებლად წარმოდგენა. აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს ყოველთვიური ხარჯებისათვის საჭირო თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშებზე.

– მ/წლის 20 თებერვლამდე უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების საბანკო დაწესებულებების მეშვეობით გაცემის უზრუნველსაყოფად საჭირო წინასწარი ხარჯების გაწევა, საბანკო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად.

6. კონტროლს აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

მ. მაჭავარიანი

დანართი №1

საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების სპეც. ფონდებიდან გასაცემი ყოველთვიური პრემიების ოდენობა  თანამდებობათა მიხედვით

                                                                                                       (ლარებში)

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო თვეში

პრემიის ოდენობა

1

ინსპექციის უფროსი

140

600

2

ინსპექციის Iუფროსის მოადგილე

130

570

3

ინსპექციის უფროსის მოადგილე

126

550

4

მთ. ბუღალტერი

90.75

500

5

სამმართველოს უფროსი

90.75

500

6

სამმართველოს უფროსის მოადგილე

81.67

480

7

ინსპექციის უფროსის აპარატის უფროსი

60

450

8

განყოფილების უფროსი

60

450

9

თანაშემწე

47

310

10

მთ. ინსპექტორი

41

390

11

წამყვანი ინსპექტორი

39

370

12

უფროსი ინსპექტორი

38

340

13

ინსპექტორი

37

310

14

მთ. სპეციალისტი

41

390

15

სექტ. ბელმძღვანელი რაიონებში

41

430

16

საქმეთა მმართველობის უფროსი

60

400

17

საქმის მწარმოებელი

21

200

18

ხ ელმძღვანელის მდივანი

21

250

19

უფროსი ინჟინერი

38

250

20

ტექნიკოსი

24

220

21

ოპერატორი

21

250

22

მბეჭდავ- მემანქანე

20

200

23

მძღოლი

22

250

          სულ