ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.05.2001 ძალადაკარგული 14.11.2001
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
300320000.14.011.004765
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 10/05/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.14.011.004.765

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №4

2001 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ

საქართველოს სახელმწიფოსა და შპს “ეი-ი-ეს გარდაბანს” შორის “გარდაბნის თბოელექტროსადგურის მე-9 და მე-10 ენერგობლოკებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნასყიდობის შესახებ” გაფორმებული ხელშეკრულების, ასევე საქართველოს სახელმწიფოსა და “ეი-ი-ეს ჯორჯია ჰოლდინგზ ბი. ვი.”-ს შორის სს “ხრამჰესი-I”-ისა და “ხრამჰესი-II”-ის აქციათა მართვის უფლების შესახებ” გაფორმებული ხელშეკრულებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ექსპლუატაციაში შედიან ახალი ჰიდროელექტროსადგურები “ჩალაჰესი” და “სურამულაჰესი”, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სემეკი ადგენს:

1. განისაზღვროს ქვემოთ ჩამოთვლილი ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფები შემდეგი ოდენობით (თეთრი/კვტსთ):

 

ელექტროსადგურები

დღგ-ის გარეშე

დღგ

სულ დღგ-ის ჩათვლით

1.

შპს ”ეი-ი-ეს მტკვარი“

5.84

1.168

7.008

2.

ხრამჰესი – I

1.72

0.34

2.06

3.

ხრამჰესი – II

1.47

0.29

1.76

4.

სს ”ნატურალური ღვინისა და სპირტის კორპორაცია ქინძმარაული“ – ჩალაჰესი

5.25

1.05

6.30

5.

შპს ”ბმგ“ – სურამულაჰესი

7.00

1.40

8.40

 

2. სს “ნატურალური ღვინისა და სპირტის კორპორაცია ქინძმარაულის” ბალანსზე მყოფი ჰიდროელექტროსადგურ “ჩალაჰესისა” და შპს “ბმგ”-ს ბალანსზე მყოფი ჰიდროელექტროსადგურ “სურამულაჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფები ძალაშია მათი გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთების დღიდან.

3. საქართველოს სახელმწიფოსა და შპს “ეი-ი-ეს გარდაბანს” შორის “გარდაბნის თბოელექტროსადგურის მე-9 და მე-10 ენერგობლოკებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნასყიდობის შესახებ”, ასევე საქართველოს სახელმწიფოსა და “ეი-ი-ეს ჯორჯია ჰოლდინგზ ბი. ვი.”-ს შორის “სს “ხრამჰესი-I”-ისა და “ხრამჰესი-II”-ის აქციათა მართვის უფლების შესახებ” გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვა-ლისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ელექტროსადგურების: “ეი-ი-ეს მტკვარი”, “ეი-ი-ეს ხრამჰესი-I” და “ეი-ი-ეს ხრამჰესი-II” ტარიფები გავრცელდეს 2001 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) სემეკის 2000 წლის 31 აგვისტოს №8 დადგე-ნილების “ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ტარიფების შესახებ” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ცხრილის პირველი პუნქტი (ს.ს “ეი-ი-ეს მტკვრის” (თბილსრესის №№9, 10 ბლოკების ტარიფი);

ბ) სემეკის 2000 წლის 6 დეკემბრის №10 დადგენილების “ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ტარიფების შესახებ” სემეკის 2000 წლის 31 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებებისა  და დამატებების შეტანის შესახებ” პირველი პუნქტი.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ელ. ერისთავი