"ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№65
სარეგისტრაციო კოდი
170030010.22.027.016134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110524003, 24/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №65

2011 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

,,ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილებ ის შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანების (სსმ III, 01.02.2005, №12, მუხ. 116):

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე და ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა რეალიზაციის მიზნით,“.

2. პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ეს დებულება შემუშავებულია ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით და განსაზღვრავს ნოტარიუსისა და ნოტარიუსის შემცვლელი პირის (შემდგომში – შემცვლელი პირი) საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების წესს.”;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზანია ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) საქმიანობის ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.”;

გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) მიერ დამოწმებულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებაზე ზედამხედველობა ეკისრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტ ა მენტს.”;

დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მიმდინარე კონტროლი სავალდებულო წესით ხორციელდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.”;

ე) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. შემოწმების აქტი დგება 2 თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი უნდა გადაეცეს ნოტარიუსს (შემცვლელ პირს), ხოლო მეორე ეგზემპლარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტ ა მენტს.”;

ვ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს იუსტიციის მინისტრს ან შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, უფლება აქვს ნებისმიერ დროს დანიშნოს ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) საქმიანობის რიგგარეშე შემოწმება.”;

ზ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ა1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ა1) სანოტარო რეესტრში აღმოჩენილი დარღვევა, რაც შეიძლება დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი იყოს;”;

თ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 15.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უფლებამოსილნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნოტარიუსს (შემცვლელ პირს) შეუფარდონ დისციპლინური სახდელი ,,ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ” დებულებით დადგენილი წესით.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება "ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.05.2011.
როდის იქნა მიღებული "ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
"ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 23.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №65. სარეგისტრაციო კოდი — 170030010.22.027.016134.
რამდენი მუხლისგან შედგება "ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ "ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის "ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.05.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება "ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 1 თებერვლის №177 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №65, 23.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 170030010.22.027.016134 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1336080/