„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№86/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №86/ნ

2012 წლის 2 4 აპრილი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისი ს №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისი ს №62/ნ ბრძანების (სსმ, 93, 30/07/2010,სარეგისტრაციო კოდი : 040030000.22.022.014912) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგი და სამინისტროსათვის ანგარიშის წარდგენა.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საწყისი ეტაპისათვის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ან/და საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე, ეკ ო ნომიკურ (კომერციულ) მოგებაზე ორიენტირებული მაღალტექნოლოგიური სამეცენიერო პროექტების განხორციელებას;“;

გ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 დ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ანიჭებს პრემიებს, ჰონორარებსა და სტიპენდიებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის; ასევე უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ -კორესპონდენტთათვის ყოველთვიური ანაზღაურების გაცემას „საქართველოს მეცენიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის 16 1 მუხლის მე -6 პუნქტის საფუძველზე;“;

ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სახელმწიფო სტიპენდიების, ჰონორარების, პრემიების მინიჭების წესს და აცხადებს კონკურსებს;“;

ზ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი2) უფლებამოსილია გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში, ან/და სამეცნიერო საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.“;

თ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შენაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება დასაფინანსებელ/დაფინანსებულ პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ, პროექტის დამტკიცებამდე ან/და დამტკიცების შემდეგ, ნებისმიერ ეტაპზე.“;

ი) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

კ) 71 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამართლებრივი უზრუნველყოფა;“;

 ლ) 71 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი :

„ე1) სამინისტროსთან შეთანხმებით, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან საქმიანი თანამშრომლობის კოორდინაცია;“;

მ) 72 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს ;

ნ) 72 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამინისტროს დავალებით, ფონდი უფლებამოსილია დარგის ექსპერტებს შეაფასებინოს გარკვეული დასრულებული საგრანტო პროექტები. ფონდი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისიმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგზე.“;

მუხლი 2. ბრძანება ა მოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

დ. შაშკინი