„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№252
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016904
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №252

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „ა.ა.გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ა.ა.გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა.გ2“ და „ა.ა.გ3“ ქვეპუნქტები:

„ა.ა.გ2) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა;

ა.ა.გ3) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა;“;

გ) „ა.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტები:

„ა.ე) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების შემთხვევაში – იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა;

ა.ვ) პრეკურსორის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;“.

2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“–„ჩ“ ქვეპუნქტები:

„ფ) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის, რეექსპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა;

ქ) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტის ან გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – იმპორტიორი ქვეყნის წინასწარი თანხმობა, სადაც მინიშნებული იქნება, რომ იმპორტიორი მხარის ან სხვა ქვეყნის ეროვნული დანიშნული ორგანო თანახმაა როტერდამის კონვენციის III დანართში შესული საშიში ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე;

ღ) პრეკურსორის იმპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;

ყ) პრეკურსორის ექსპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;

შ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი“;

ჩ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი“.“.

3. დანართი №IV-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
4. 84-ე მუხლის:
ა) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახიფათო ნარჩენები;

ზ) არასახიფათო ნარჩენები;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) რადიოაქტიური ნარჩენები;“;

გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ოზონდამშლელი ნივთიერებები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად.“.

5. 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პრეკურსორები, ნარჩენები, ოზონდამშლელი ნივთიერებები და მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები და პესტიციდები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);

ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიოაქტიური ნივთიერებები, რადიოაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);“.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების მოქმედება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებისა, გავრცელდეს 2016 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური
📎 დანართები (1)
danarti-252.doc DOC

„დანართი №IV-02

ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები

შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით

დოკუმენტის დასახელება |იმპორტი |საწყობი |რეექსპორტი |დრო-ებითი

შემო-ტანა |ექსპორტი |ტრანზიტი |შიდა

გადამუ-შავება |გარე

გადამუშავება | |დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია |* |* |  |  |* |  |  |* | |ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია |  |  |  |  |* |  |  |* | |ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |  |არსებო-

ბის

შემთხვე-ვაში |  |  |  |არსებო-ბის

შემთხვე-ვაში |  |  | |ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა |* |* | |  |* |* | * |* | |ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა. |* |* |* | |* |* |* |* | |რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა |* |* |* |  |* |* |  |* | |რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვა |  |  |  |  |* |  |  |  | |„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა |* |* |* |* |* |  |  |  | |სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |* |* |* |* |* |* |  |* | |უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა |  |  |* |* |  |* |  |  | |საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა |* |* |  |* |* |  |  |  | |ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა |* |* |* | * |  |  | * |* | |ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა |  |  |* |  |* |  |  |* | |ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |  |  |  |  |  |* |  |  | |სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა |* |  |  |  |* |  |  |* | |არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა |* |  |  |  |  |  |  |  | |საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა |  |  |  |  |* |  |  |* | |დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული) |  |  |* |  |  |  |  |  | |სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა |* |* |* | * |  |  | * |* | |სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა |  |  |* |  |* |  |  |* | |სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |  |  |  |  |  |* |  |  | |უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა |  |  |  |  |* |  |  |  | |უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა |* |* |* |* |  |  |  |  | |შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა

|* |  |  |* |* |  |  |  | |იოდიზებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი

|* |* |  |  |  |  |  |  | |ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი | | |საჭიროე-

ბის

შემთხვე-

ვაში | |საჭიროე-

ბის

შემთხვე-

ვაში |საჭიროე-

ბის

შემთხვე-

ვაში | |საჭიროე-

ბის

შემთხვე-

ვაში | |ვეტერინარული სერტიფიკატი | | |ასლი

(დედანი

მიყვება

დანიშნ-

ულებისა-მებრ) | |საჭიროე-

ბის

შემთხვე-

ვაში |* | |საჭიროე-

ბის

შემთხვე-

ვაში | |სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა

|* |  |  |  |* |  |  |  | |საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 9404 - სასაქონლო პოზიციაში შემავალი მეორადი მოხმარების საქონელსა და 6309, 6310, 9802, 9803 და 9804 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მეორადი მოხმარების საქონელზე - ფუმიგაციის ან/და დეზინფექციის სერტიფიკატი |* |  |  |  |  |  |  |  | |საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია ან სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 27 იანვრის N06 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე, რომელსაც გასცემენ პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები |  |  |* |  |* |* |  |* | |საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა  |  |  |* |  |* |* |  |*“. | |