ქ. თბილისის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.11.116.004.891
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №294
2001 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
ქ. თბილისის რაიონების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნის ღონისძიებათა სრულყოფისა და „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას:
ა) ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 განყოფილება;
ბ) ქ.თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 განყოფილება;
გ) ქ.თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 განყოფილება;
დ) ქ.თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №4 განყოფილება;
ე) ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №5 განყოფილება
2. განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი განყოფილებების სამოქმედო ტერიტორია შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფარგლებით:
ა) ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 განყოფილებისათვის – ვაკე-საბურთალოს რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;
ბ) ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 განყოფილებისათვის – დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;
გ) ქ.თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 განყოფილებისათვის – ისანი-სამგორის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;
დ) ქ.თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №4 განყოფილებისათვის – გლდანი-ნაძალადევის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;
ე) ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №5 განყოფილებისათვის – კრწანისი-მთაწმინდის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
3. დამტკიცდეს ახლად შექმნილ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებებისათვის თანდართული საშტატო ნუსხა (დანართი №1).
4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს (თ. დევდარიანს) უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების მოსამსახურეთა დანიშვნის ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილმა განყოფილებებმა უფლებამოსილება განახორციელონ 2001 წლის 10 სექტემბრიდან.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უზრუნველყოს ახლად შექმნილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ვაკანტურ თანამდებობათა საკონკურსო წესით შერჩევის ორგანიზება.
7. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ი. ოქრუაშვილს.
8. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების საშტატო ნუსხა
| № | ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების დასახელება | საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დასახელება | საშტატო ერთეულის დასახელება |
| 1 | ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 (ვაკე-საბურთალოს რაიონის) განყოფილება | განყოფილების გამგე | 1 |
| მოადგილე | 1 | ||
| განყოფილების კონსულტანტი | 1 | ||
| განყოფილების სპეციალისტი | 1 | ||
| 2 | ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის) განყოფილება | განყოფილების გამგე | 1 |
| მოადგილე | 1 | ||
| განყოფილების კონსულტანტი | 1 | ||
| განყოფილების სპეციალისტი | 1
| ||
| 3 | ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 (ისანი-სამგორის რაიონის) განყოფილება | განყოფილების გამგე | 1 |
| მოადგილე | 1 | ||
| განყოფილების კონსულტანტი | 3 | ||
| განყოფილების სპეციალისტი | 1
| ||
| 4 | ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №4 (კრწანისი-მთაწმინდის რაიონის) განყოფილება | განყოფილების გამგე | 1 |
| მოადგილე | 1 | ||
| განყოფილების კონსულტანტი | 3 | ||
| განყოფილების სპეციალისტი | 2
| ||
| 5 | ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №5 (გლდანი-ნაძალადევის რაიონის) განყოფილება | განყოფილების გამგე | 1 |
| მოადგილე | 1 | ||
| განყოფილების კონსულტანტი | 1 | ||
| განყოფილების სპეციალისტი | 1
|