სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (18)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საწარმოებისა და ორგანიზაციების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ზოგად პრინციპებს, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების წარდგენის, განხილვის, მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების წესებს აღნიშნული საწარმოებისა და ორგანიზაციების საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით.
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო;
ბ) ორგანიზაცია – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი;
გ) კომისია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები;
დ) საწარმოს (ორგანიზაციის) რესტრუქტურიზაცია – საწარმოს (ორგანიზაციის) საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმართული სამართლებრივი, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა სახის ღონისძიებების ერთობლიობა;
ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადაუხდელობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება, რომელიც არ არის გადახდილი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
ვ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – სახელმწიფო სახსრების ხარჯზე გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება, რომელიც არ არის გადახდილი დადგენილ ვადაში;
ზ) გადახდისუუნარობა – საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების სრულად დაფარვის შეუძლებლობა;
თ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია – ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების, ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავების გაყინვა ან/და გადავადება ამ კანონით დადგენილი წესით;
ი) დავალიანებების გაყინვა – ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გადახდის შეჩერება განსაზღვრული ვადით;
კ) დავალიანებების გადავადება – ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გადახდის ვალდებულების განვადება;
ლ) განსაკუთრებული შემთხვევა:
ლ.ა) იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, აქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სტრატეგიული დანიშნულება და საექსპორტო პოტენციალი;
ლ.ბ) საწარმოს (ორგანიზაციის) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც წარმოიშვა იმ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებაზე მიუღებელი ანაზღაურების გამო, რომელიც უნდა დაფინანსებულიყო შესაბამისი ბიუჯეტიდან;
მ) უიმედო სესხი – სასესხო დავალიანება, რომელიც ვერ დაიფარება სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების შედეგად.
მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
1. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია, მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრული წესით.
2. ამ კანონით დადგენილი წესი ვრცელდება ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისათვის არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე.
3. საწარმოს (ორგანიზაციას) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის უფლება ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და მხოლოდ ერთხელ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა.
4. განსაკუთრებულ შემთხვევაში რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების დაფარვა ხორციელდება პროპორციულად, პროგრესულად მზარდი პრინციპით.
მუხლი 3. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები
1. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია.
2. კომისიას უფლება აქვს ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს (ორგანიზაციის), შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.
3. კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ;
ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება უიმედო სასესხო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ;
გ) ცალკეული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების ოდენობის დაზუსტების შესახებ, სასესხო დავალიანების საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით;
დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის პატიების შესახებ;
ე) ცალკეული სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების შესახებ;
ვ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.
4. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად საწარმო (ორგანიზაცია) კომისიას წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელის წერილობით მიმართვას;
ბ) პარტნიორთა (აქციონერთა) კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ;
გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის განხორციელების შესახებ იმ კრედიტორთა თანხმობას, რომელთა მოთხოვნა შეადგენს კრედიტორთა მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების თანხმობას ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ;
ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გეგმას;
ვ) წინადადებებს ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ;
ზ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემულ ცნობას საბიუჯეტო და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიმართ არსებული დავალიანების (გადასახადების ცალკეული სახეების, ჯარიმებისა და საურავების მიხედვით) შესახებ;
თ) დებიტორებისა და კრედიტორების სიას (თანხების მითითებით) დამოწმებულს საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ;
ი) ქონების ჩამონათვალსა და ამ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთებს;
კ) აუდიტის დასკვნას ქონების ღირებულების შეფასების დასაბუთებით.
5. კომისია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნის შესწავლის საფუძველზე ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის თაობაზე.
6. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საწარმოსა (ორგანიზაციასა) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები, ვადები, მათი დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შესაბამის დასკვნასა და ხელშეკრულებას წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ.
8. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებები რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო (ორგანიზაცია) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.
9. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს (ორგანიზაციას), ხოლო განსაკუთრებული შემთხვევის დროს, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებსა და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს (ორგანიზაციას) უარი ეთქვა ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციაზე.
მუხლი 4. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები
1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გაყინვის ვადა არ აღემატება 24 თვეს, ხოლო ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადავადების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 36 თვისა (გაყინვის პერიოდის დასრულებიდან).
2. რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გაყინვის პერიოდში პროცენტები და საჯარიმო სანქციები არ ერიცხება.
3. გადავადების პერიოდში რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გადაუხდელ თანხაზე ყოველთვიურად ერიცხება სარგებელი 0,5 პროცენტის ოდენობით.
4. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს განმეორებით, მაგრამ მხოლოდ ერთხელ.
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დამატებითი ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 15 წლისა, აქედან, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არა უმეტეს 5 წლისა.
მუხლი 5. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები
1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გაყინვის ვადა არ აღემატება 24 თვეს, ხოლო ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გადავადების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 36 თვისა (გაყინვის პერიოდის დასრულებიდან).
2. რესტრუქტურიზაციის პერიოდში რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ სასესხო დავალიანებას გადაუხდელ თანხაზე ყოველთვიურად ერიცხება სარგებელი 0,5 პროცენტის ოდენობით.
3. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოებს ან/და ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
4. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებიდან, პირველ რიგში, იფარება ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის სახით არსებული ნაშთი, ხოლო შემდეგ სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი.
5. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს განმეორებით, მაგრამ მხოლოდ ერთხელ.
6. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დამატებითი ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 15 წლისა, აქედან, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არა უმეტეს 5 წლისა.
მუხლი 6. საწარმოს (ორგანიზაციის) რესტრუქტურიზაციის გეგმა
საწარმოს (ორგანიზაციის) რესტრუქტურიზაციის გეგმა უნდა შეიცავდეს:
ა) მისი საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზს;
ბ) მისი გადახდისუუნარობის განმაპირობებელ მიზეზებს;
გ) ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და სხვა სახის ღონისძიებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს საწარმოს (ორგანიზაციის) საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანების დაფარვა;
დ) მისი წარმოების ზრდის, პროდუქციის რეალიზაციის, საწარმოო დანახარჯების, მოგებისა და სხვა სახის ძირითად მაჩვენებლებს;
ე) ფულადი შემოსავლებისა და ფულადი რესურსების გამოყენების გაანგარიშებებს;
ვ) ქონების შეფასებაზე აუდიტის დასკვნას.
მუხლი 7. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები
1. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმო (ორგანიზაცია) ვალდებულია:
ა) სრულად და დროულად დაფაროს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებანი;
ბ) შეასრულოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია ამ ხელშეკრულებითა და ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
2. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პერიოდში კრედიტორებს, რომლებმაც საწარმოს (ორგანიზაციას) თანხმობა მისცეს დავალიანებათა რესტრუქტურიზაციაზე, არ აქვთ უფლება სასამართლოში შეიტანონ განცხადება საწარმოს (ორგანიზაციის) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე და სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
3. იმ კრედიტორებს, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, უფლება არ აქვთ განსაკუთრებული შემთხვევების დროს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მყოფი საწარმოს ან/და ორგანიზაციის მიმართ სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 8. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის დამთავრება ან ვადამდე შეწყვეტა
1. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წყდება:
ა) საწარმოს (ორგანიზაციის) მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით;
ბ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში;
გ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე საწარმოს (ორგანიზაციის) მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების დაფარვის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას:
ა) რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელ თანხაზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან საწარმოს (ორგანიზაციის) მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები;
ბ) რესტრუქტურიზებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელი თანხების იძულებით ამოსაღებად საგადასახადო ორგანოები იყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სესხით მოსარგებლე საწარმოს (ორგანიზაციის) მიმართ სასამართლოში აღძრავს სამოქალაქო სარჩელს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 9. გარდამავალი დებულება
ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“.
მუხლი 10. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 13 თებერვალი.
№3323-IIს

საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საწარმოს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის ზოგად პრინციპებს, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს აღნიშნული საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება🔗
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო;
ბ) ორგანიზაცია – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი;
გ) კომისია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები;
დ) საწარმოს (ორგანიზაციის) რესტრუქტურიზაცია – საწარმოს (ორგანიზაციის) საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმართული სამართლებრივი, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა სახის ღონისძიებების ერთობლიობა;
ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადაუხდელობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება, რომელიც არ არის გადახდილი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
ვ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – სახელმწიფო სახსრების ხარჯზე გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება, რომელიც არ არის გადახდილი დადგენილ ვადაში;
ზ) გადახდისუუნარობა – საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების სრულად დაფარვის შეუძლებლობა;
თ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია – ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების, ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავების გაყინვა ან/და გადავადება ამ კანონით დადგენილი წესით;
ი) დავალიანებების გაყინვა – ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გადახდის შეჩერება განსაზღვრული ვადით;
კ) დავალიანებების გადავადება – ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გადახდის ვალდებულების განვადება;
ლ) განსაკუთრებული შემთხვევა:
ლ.ა) იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, აქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სტრატეგიული დანიშნულება და საექსპორტო პოტენციალი;
ლ.ბ) საწარმოს (ორგანიზაციის) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც წარმოიშვა იმ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებაზე მიუღებელი ანაზღაურების გამო, რომელიც უნდა დაფინანსებულიყო შესაბამისი ბიუჯეტიდან;
მ) უიმედო სესხი – სასესხო დავალიანება, რომელიც ვერ დაიფარება სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების შედეგად.
მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია, მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრული წესით.
2. ამ კანონით დადგენილი წესი ვრცელდება ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისათვის არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე.
3. საწარმოს (ორგანიზაციას) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის უფლება ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და მხოლოდ ერთხელ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა.
4. განსაკუთრებულ შემთხვევაში რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების დაფარვა ხორციელდება პროპორციულად, პროგრესულად მზარდი პრინციპით.
მუხლი 3. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები
ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი (მათ შორის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია);
1. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია.
2. კომისიას უფლება აქვს ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს (ორგანიზაციის), შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.
3. კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ;
ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება უიმედო სასესხო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ;
გ) ცალკეული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების ოდენობის დაზუსტების შესახებ, სასესხო დავალიანების საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით;
დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის პატიების შესახებ;
ე) ცალკეული სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების შესახებ;
ვ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.
4. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად საწარმო (ორგანიზაცია) კომისიას წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელის წერილობით მიმართვას;
ბ) პარტნიორთა (აქციონერთა) კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ;
გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის განხორციელების შესახებ იმ კრედიტორთა თანხმობას, რომელთა მოთხოვნა შეადგენს კრედიტორთა მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების თანხმობას ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ;
ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გეგმას;
ვ) წინადადებებს ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ;
ზ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემულ ცნობას საბიუჯეტო და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიმართ არსებული დავალიანების (გადასახადების ცალკეული სახეების, ჯარიმებისა და საურავების მიხედვით) შესახებ;
თ) დებიტორებისა და კრედიტორების სიას (თანხების მითითებით) დამოწმებულს საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ;
ი) ქონების ჩამონათვალსა და ამ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთებს;
კ) აუდიტის დასკვნას ქონების ღირებულების შეფასების დასაბუთებით.
5. კომისია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნის შესწავლის საფუძველზე ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის თაობაზე.
6. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საწარმოსა (ორგანიზაციასა) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები, ვადები, მათი დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შესაბამის დასკვნასა და ხელშეკრულებას წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ.
8. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებები რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო (ორგანიზაცია) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.
9. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს (ორგანიზაციას), ხოლო განსაკუთრებული შემთხვევის დროს, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებსა და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს (ორგანიზაციას) უარი ეთქვა ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციაზე.
მუხლი 4. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები
ბ) კომისია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები;
1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გაყინვის ვადა არ აღემატება 24 თვეს, ხოლო ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადავადების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 36 თვისა (გაყინვის პერიოდის დასრულებიდან).
2. რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გაყინვის პერიოდში პროცენტები და საჯარიმო სანქციები არ ერიცხება.
3. გადავადების პერიოდში რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გადაუხდელ თანხაზე ყოველთვიურად ერიცხება სარგებელი 0,5 პროცენტის ოდენობით.
4. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს განმეორებით, მაგრამ მხოლოდ ერთხელ.
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დამატებითი ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 15 წლისა, აქედან, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არა უმეტეს 5 წლისა.
მუხლი 5. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები
გ) (ამოღებულია - 06.03.2024, №4055);
1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გაყინვის ვადა არ აღემატება 24 თვეს, ხოლო ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გადავადების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 36 თვისა (გაყინვის პერიოდის დასრულებიდან).
2. რესტრუქტურიზაციის პერიოდში რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ სასესხო დავალიანებას გადაუხდელ თანხაზე ყოველთვიურად ერიცხება სარგებელი 0,5 პროცენტის ოდენობით.
3. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოებს ან/და ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
4. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებიდან, პირველ რიგში, იფარება ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის სახით არსებული ნაშთი, ხოლო შემდეგ სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი.
5. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს განმეორებით, მაგრამ მხოლოდ ერთხელ.
6. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დამატებითი ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 15 წლისა, აქედან, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არა უმეტეს 5 წლისა.
მუხლი 6. საწარმოს (ორგანიზაციის) რესტრუქტურიზაციის გეგმა
დ) სასესხო დავალიანება:
საწარმოს (ორგანიზაციის) რესტრუქტურიზაციის გეგმა უნდა შეიცავდეს:
ა) მისი საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზს;
ბ) მისი გადახდისუუნარობის განმაპირობებელ მიზეზებს;
გ) ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და სხვა სახის ღონისძიებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს საწარმოს (ორგანიზაციის) საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანების დაფარვა;
დ) მისი წარმოების ზრდის, პროდუქციის რეალიზაციის, საწარმოო დანახარჯების, მოგებისა და სხვა სახის ძირითად მაჩვენებლებს;
ე) ფულადი შემოსავლებისა და ფულადი რესურსების გამოყენების გაანგარიშებებს;
ვ) ქონების შეფასებაზე აუდიტის დასკვნას.
მუხლი 7. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები
დ.ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხის და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი და დადგენილ ვადაში შეუსრულებელი ვალდებულება;
1. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმო (ორგანიზაცია) ვალდებულია:
ა) სრულად და დროულად დაფაროს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებანი;
ბ) შეასრულოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია ამ ხელშეკრულებითა და ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
2. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პერიოდში კრედიტორებს, რომლებმაც საწარმოს (ორგანიზაციას) თანხმობა მისცეს დავალიანებათა რესტრუქტურიზაციაზე, არ აქვთ უფლება სასამართლოში შეიტანონ განცხადება საწარმოს (ორგანიზაციის) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე და სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
3. იმ კრედიტორებს, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, უფლება არ აქვთ განსაკუთრებული შემთხვევების დროს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მყოფი საწარმოს ან/და ორგანიზაციის მიმართ სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 8. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის დამთავრება ან ვადამდე შეწყვეტა
დ.ბ) ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულება – საწარმოზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხი და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტი, რომელთა დაბრუნების ვადა არ დამდგარა;
1. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წყდება:
ა) საწარმოს (ორგანიზაციის) მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით;
ბ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში;
გ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე საწარმოს (ორგანიზაციის) მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების დაფარვის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას:
ა) რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელ თანხაზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან საწარმოს (ორგანიზაციის) მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები;
ბ) რესტრუქტურიზებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელი თანხების იძულებით ამოსაღებად საგადასახადო ორგანოები იყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სესხით მოსარგებლე საწარმოს (ორგანიზაციის) მიმართ სასამართლოში აღძრავს სამოქალაქო სარჩელს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 9. გარდამავალი დებულება
ე) გადახდისუუნარობა – საწარმოს მიერ სასესხო დავალიანების დადგენილ ვადაში დაფარვის შეუძლებლობა;
ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“.
მუხლი 10. კანონის ამოქმედება
ვ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების (მათ შორის, ჯარიმის, საურავის, პირგასამტეხლოს და სხვა) გაყინვა ან/და გადავადება. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია უნდა მოიცავდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე ამ სასესხო დავალიანების ფარგლებში არსებული ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაციას;
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ) დავალიანების გაყინვა – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ვალდებულების განსაზღვრული ვადით შეჩერება;
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
თ) დავალიანების გადავადება – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ვალდებულების განვადება;
ი) განსაკუთრებული შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ხორციელდება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების) რესტრუქტურიზაცია შემდეგი პირობების არსებობისას:
ი.ა) მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, ან/და რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის სტრატეგიული დანიშნულება ან/და საექსპორტო პოტენციალი აქვს;
ი.ბ) საწარმოს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც წარმოიშვა იმ საქონლის/მომსახურების მიწოდებისთვის ანაზღაურების მიუღებლობის გამო, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო;
კ) უიმედო სესხი – სასესხო დავალიანება:
კ.ა) რომელიც ვერ დაიფარება მისი ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებების განხორციელების შედეგად;
კ.ბ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომელიც ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ლიკვიდირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ.გ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომლის ქონებაც, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალ შემძენზე დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადავიდა;
კ.დ) რომელიც, კომისიის შეფასებით, ვერ დაიფარება, საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე;
კ.ე) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;
კ.ვ) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც კრედიტორის მოთხოვნა შესაბამისი პირის გაკოტრების რეჟიმის ან/და რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში არ იქნა აღიარებული;
ლ) ერთი შესასრულებელი ვალდებულება − განსაზღვრული თარიღისთვის არსებული ერთი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1556 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.194
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1966 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.255
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7168 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.
მუხლი 2. ზოგადი დებულებები🔗
1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში), აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კანონით დადგენილი წესი (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში) ვრცელდება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისთვის არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე.
3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების ამ კანონით დადგენილი წესით რესტრუქტურიზაციის უფლება საწარმოს ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და ერთ შესასრულებელ ვალდებულებაზე მხოლოდ ერთხელ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა.
4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.
მუხლი 3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები🔗
1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია.
2. კომისიას უფლება აქვს, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა წარმომადგენლები.
3. კომისია შეისწ
ავლის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხს და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ;
ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება უიმედო სესხად აღიარებული სასესხო დავალიანების ჩამოწერის შესახებ;
გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანებების გარკვეული ოდენობით ან სრულად პატიების შესახებ;
დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანებების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ;
ე) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ დავალიანების დაფარვის გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ;
ვ) ცალკეული სასესხო დავალიანებების მესამე პირისათვის გადაკისრების შესახებ;
ზ) ცალკეული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების ოდენობის დაზუსტების შესახებ, ამ სასესხო დავალიანებების საწარმოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით.
4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) საწარმოს ხელმძღვანელის წერილობით მიმართვას;
ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ;
გ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელებაზე იმ კრედიტორთა თანხმობას, რომელთა მოთხოვნა კრედიტორთა (სახელმწიფოს გარდა) მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს შეადგენს;
დ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის გეგმას;
ე) წინადადებებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ;
ვ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/ორგანოების მიერ გაცემულ ინფორმაციას ან შედარების აქტს საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ზ) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებულ დებიტორებისა და კრედიტორების სიას (თანხების მითითებით);
თ) უძრავი ქონების ჩამონათვალს და ამ ქონების ღირებულების შესახებ აუდიტორულ დასკვნას;
ი) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებულ გასული და მიმდინარე წლების საბუღალტრო ბალანსებს და ამავე ფორმით დამოწმებულ დოკუმენტს გადახდისუუნარობის მიზეზების აღწერის შესახებ.
შენიშვნა: მუნიციპალიტეტს არ ევალება ამ პუნქტის „ბ“–„დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა.
41. სასესხო დავალია
ნების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წერილობით მიმართვას (განცხადებას), რომელშიც აღწერილი იქნება ის პირობები და მიზეზები, რომელთა გამოც საწარმო ითხოვს სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვას. მიმართვას (განცხადებას) უნდა ერთოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის მე-4 ან 41 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით – ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას. კომისია 2 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტები შეიძლება წარედგინოს მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით. საწარმოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
6. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების მესამე პირისთვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები და ვადები, დავალიანების დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;
ბ) შესაბამის მხარეებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება სასესხო დავალიანების მესამე პირისთვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.
7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომისიის შესაბამის ოქმსა და ხელშეკრულების ასლს/ხელშეკრულებების ასლებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.
8. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული თარიღიდან.
81. სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის თარიღი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით
.
9. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს. ეს დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებს ან/და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებასა და ჩამოწერაზე, პატიებაზე, მესამე პირისთვის გადაკისრებაზე, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობაზე.“.
10. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1556 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.194
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3643 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.291
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3599 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.351
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6965 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.
მუხლი 4. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.
მუხლი 5. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები🔗
1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 60 თვისა ან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ბოლო ვადიდან არაუმეტეს 24 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 24 თვისა.
2. რესტრუქტურიზაციის პერიოდში რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე დასარიცხი სარგებლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია; ამასთანავე, სარგებლის წლიური ოდენობაა არანაკლებ 6%-ისა.
3. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დროს გადასახდელი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას განსაზღვრავს კომისია.
4. რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანება იფარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების თანახმად გაფორმებული გრაფიკის შესაბამისად.
5. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებიდან, პირველ რიგში, იფარება ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის სახით არსებული ნაშთი, ხოლო შემდეგ − სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი.
6. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულისა – შესაბამის პერიოდამდე დარიცხულ სარგებლის თანხასთან ერთად) რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 180 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 60 თვისა.
7. ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად სესხით მოსარგებლე საწარმო, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა, წარადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის ღირებულება უნდა აღემატებოდეს რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების და მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობას.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
მუხლი 6. საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა🔗
საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა უნდა შეიცავდეს:
ა) ამ საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზს;
ბ) ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და სხვა ღონისძიებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ამ საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვა;
გ) ამ საწარმოს წარმოების ზრდის, პროდუქციის რეალიზაციის, საწარმოო დანახარჯების, მოგებისა და სხვა სახის ძირითად მაჩვენებლებს;
დ) ფულადი შემოსავლებისა და ფულადი რესურსების გამოყენების გაანგარიშებებს.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.
მუხლი 7. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები🔗
1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმო ვალდებულია:
ა) სრულად და დროულად დაფაროს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები;
ბ) შეასრულოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
2. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმოს უფლება აქვს, წინასწარ დაფაროს რესტრუქტურიზებული დავალიანების თანხა ან მისი ნაწილი ამ პერიოდისთვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად და წერილობით მოითხოვოს გაფორმებულ დავალიანების დაფარვის გრაფიკში სათანადო ცვლილების შეტანა (მათ შორის, თანხის გადახდის ვადისა და თანხის შემცირება). ასეთ შემთხვევაში მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია. თანხის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში წინასწარ დაფარულ თანხას სარგებელი არ ერიცხება.
3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში კრედიტორებს, რომლებმაც საწარმოს დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე თანხმობა მისცეს, უფლება არ აქვთ, სასამართლოში შეიტანონ განცხადება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ და სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
4. იმ კრედიტორებს, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, უფლება არა აქვთ განსაკუთრებულ შემთხვევებში რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოს მიმართ სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4525 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.90
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.
მუხლი 8. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადის დამთავრება ან რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტა🔗
1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წყდება:
ა) საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით;
ბ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში;
გ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, თუ საწარმომ წინასწარ (ვადამდე) სრულად დაფარა რესტრუქტურიზებული დავალიანება ამ პერიოდისთვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად;
დ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სესხით მოსარგებლე საწარმოს მიმართ იყენებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, ხოლო ასეთი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების არარსებობის შემთხვევაში აღძრავს სამოქალაქო სარჩელს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.
მუხლი 81. რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრი🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიან რეესტრს.
2. რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესს და რეესტრის ფორმას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი🔗
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი.
2. ამ კანონით დადგენილი წესით იმპორტის გადასახადების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრამდე ამ გადასახადებში არსებულ დავალიანებებზე.
3. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის მიზნებისათვის 2008 წლის განმავლობაში, მხოლოდ სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსებიდან გაცემულ კრედიტებზე (სესხებზე), ჯამში არა უმეტეს 100 000 000 ლარისა, რომელთა დაფარვის ვალდებულება წარმოიშობა 2008 წლის 1 იანვრიდან შემდგომ პერიოდებში.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 12 მარტის კანონი №5860 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.22
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3599 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.351
მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი🔗
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. (ამოღებულია - 06.04.2017, №621).
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3452 - სსმ I, №42, 22.07.2010 წ., მუხ.271
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5505 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 19 დეკემბრის კანონი №113 - ვებგვერდი, 27.12.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1848 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №621 - ვებგვერდი, 13.04.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 13 თებერვალი.
№3323-IIს