საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.310
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №125
2000 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებებლი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმოანობის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულებით დამტკიცებული იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილების დებულება.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილების დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილება (ტექსტში შემდგომ – განყოფილება) არის საქართველოს იუსტიციის სამიისტროს (ტექსტში შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. განყოფილება ტავის სამიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, პრეზიდენტის ბრძანებულებითა და განკარგულებებით, ზემდგომი ორგანოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განკარგულებითი დოკუმენტებით, საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის წესებითა და ნორმატიულ-მეთოდიკური დოკუმენტებით, საქმი ს წარმოების საკითხებზე სხვა მოქმედი ნორმატივებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით, ამ დებულების მოთხოვნებით.
3. საერთო განყოფილებას აქვს მრგვალი ბეჭედი და შტამპები სათანადო დასახელებით.
თავი II
განყოფილების მიზნები და ამოცანები
4. საერთი გნყოფილების ძირითადი მიზანია საქმი ს წარმოების სამუშაოების ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია.
5. საერთო განყოფილება წყვეტს შემდეგ ამოცანებს:
ა) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმირებისა და მეთოდების სრულყოფა;
ბ) საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შე ს აბამისად დოკუმენტირების, დოკუმენტებზე მუშაობის ორგანიზაციის, საინფორმაციო-საძიებო სისტემების, შესრულების კონტროლისა და დოკუმენტების საუწყებო არქივში გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა;
გ) დოკუმენტბრუნვის შემცირება, დოკუმენტების ფორმების უნიფიკაცია.
დ) საქმიაწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდიკური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა.
თავი III
განყოფილების ფუნქციები
6. დაკისრებული ამოცანების შესაბამისად საერთო განყოფილება ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
– დოკუმენტების საქსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაო თ ა განხორციელება;
– შემოსული დოკუმენტების დროული განხილვისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;
– დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადა შ ი მათი გავლის, გაფორმებისა და შესრულების კონტროლის რეგულირება; დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ცნობების განზ ო გადება, ამ საკითხებზე ხელმძღვანელობის სისტემური ინფ ო რმირება;
– სამინისტროს საქმეთა ნომენკლატური ს შემუშავება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყფა.
– მოქალაქეთა წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზაცია;
– სტრუექტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის კონტროლის ორგანიზაცია;
– დოკუმენტებზე მუშაობის ფორმირებისა და მეთპდები სრულყოფის, საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლების ღონისძიებათა შემუშავება (სამინისტროს შ ესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად);
– სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ცასაბარებელი საქმეების ფორმირებისა და გაფორმების სისწორის კონტროლის განხორციელება:
– საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზაცია;
– „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებ ი სა და დაცვის შ ესახებ” ბრძანებულების შესაბამისად საიდუმლო და სრულად საიდუმლო გრიფით შემოსული კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის, გაფორმების, გაგზავნის დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმის ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩ აბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
– საქართველის იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
– საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრში თავმოყრისა და აღრიცხვის ორგანიზაცია;
– საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომების მომზადებისა და ოქმის გაფორმების ორგანიზაცია;
– საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სა თ ათბირო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
– საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების (გარდა საკადრო ბრძანებისა) აღრიცხვის, შენახვი ს და კონტროლის ორგანიზაცია.
თავი VI
განყოფილების უფლებები და პასუხისმგებლობა
7. საერთო განყოფიებას უფლება აქვს:
ა) აკონტროლოს და მოსთხოვოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს დაწესებულებაში დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების შესრულება;
ბ) გამოითხოვოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაწესებულებებისაგან საქმისწარმოების სამსახურის მუშაობისათვის საჭირო ცნობები;
გ) შეამოწმოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოების ორგანიზაცია და შედეგები შე ა ტყობინოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხ ელმძღვანელობას შესაბამისი ზომების მისაღებად;
დ) დადგენილი წესით ხელმძღვანელის დავალებით დოკუმენტების პროექტების მომზადებაში ჩააბას სტრუქტურული ქვედანაყოფების სპეციალისტები;
ე) შემსრულებლებს დაუბრუნოს არასწორად მომზადებული დოკუმენტები საბოლოო დამუშავებისათვის;
ვ) თ ავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი მოაწეროს და ვიზა მისცეს დოკუმენტებს;
ზ) შეიმუშაოს საქმისწარმოების სამსახურის დებულება და მუშაკთა თ ანამდებობრივი ინსტრუქციები;
თ) ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების მიერ დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის ყველა შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები ადმინისტრაციული ზომების მისაღებად;
ი) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ იმ საკითხების განხილვაში, რომ ლებიც ეხება დოკუმენტებზე მუშაობის მდგომარეობას, მათზე მუშაობის ფორმირებისა და მეთოდების სრულყოფას;
კ) ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები საქმისწარმოების სამსახურის მუშაკთა დანიშვნის, გადაყვანის, დათხოვნის, წახალისებისა და სასჯელის დადების შესახებ.
8. საქმისწარმოების სამსახური პასუხისმგებელია:
ა) სამინისტროში დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესის შესრულების უზრუნველყოფისათვის;
ბ) ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულებისა და მუშაკთა შრომის საჭირო პირობების დაცვისათვის.
თავი V
განყოფილების უფროსი
9. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
10. განყოფილების უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
11. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
12. განყოფილების უროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას.
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოხელეებს შორის. აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) წარუდგენს მინისტრს დასანიშნად მოხელეების კანდიდატებს.
დ) აკონტროლებს განყოფილების მოხელეების მიერ თავიანთ ი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
ე) აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;
ვ) წარუდგენს მინისტრს წანადადებებს განყოფილების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მუშაკების წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შ ესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრის ან უ შ უალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას:
13. განყოფილების უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე განყოფილების უფროსის დავალებით, მინისტრთან შეთანხმებით.
თავი VI
14. განყოფილების დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.