საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №7 „ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის დებულების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.013.003.936
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №7
1999 წლის9 ნოემბერი
ქ. თბილისი
ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის დებულების დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს დებულება“ ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის შესახებ“
თავმჯდომარე ელ. ერისთავი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დადგენილება აწესრიგებს ელექტრობაზრის წევრების მიერ ელექტრობაზრის მომსახურების ანაზღაურებასთან და საწევრო შენატანებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. საწევრო შენატანის გადახდა სავალდებულოა ელექტრობაზრის ყველა წევრისათვის.
3. ელექტრობაზარი ფუნქციონირებს საწევრო შენატანების ხარჯზე.
მუხლი 2. დადგენილებაში გამოყენებულ ცნებათა მნიშვნელობა
1. M – საწევრო შენატანის თანხა.
2. Q – ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელსაც აწარმოებს ან გადასცემს, ან უწევს დისპეტჩერიზაციას, ან ანაწილებს, ან მოიხმარს, ან ახდენს იმპორტს და ექსპორტს ელექტრობაზრის წევრი.
3. t – შესაბამისი ბაზრის წევრისათვის ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი 1 კვტსთ-ზე.
4. k – საწევრო შენატანის კოეფიციენტების ცალკეული ლიცენზიანტის ან ლიცენზიატთა ჯგუფისათვის; ეს კოეფიციენტი იანგარიშება ელექტრობაზრის წლის მეორე ნახევრისათვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამომდინარე და შეადგენს ელექტროენერგიის ლიცენზიანტების საპროგნოზო შემოსავლის %-ს.
მუხლი 3. საწევრო გადასახადის გაანგარიშების წესი
ელექტრობაზრის წევრთა საწევრო გადასახადი იანგარიშება შემდეგი წესით:
M=Q X t XK
მუხლი 4. საწევრო შენატანის კოეფიციენტები
1. K-ს ოდენობა შეადგენს:
ა. გამანაწილებელი კომპანიებისათვის (გარდა თელასისა) – 0.2;
ბ. თელასისათვის – 0.15;
გ. ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის – 0.20, გარდა „გ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ. თბილსრესისათვის – 0.1;
ე. თეცისათვის – 0.1;
ვ. ენგურჰესისათვის – 0.16;
ზ. დისპეტჩერიზაციისათვის – 0,2;
თ. გადაცემისათვის – 0.20;
ი. პირდაპირი მომხმარებლისათვის – 0.1;
კ. ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი – 0.1.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი წესით გაანგარიშებული საწევრო შენატანი ნაკლებია 500 ლარზე, შენატანი განისაზღვრება ფიქსირებული თანხით 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 5. საწევრო შენატანის გადახდის ვადა
1. შენატანის გადახდა ხდება ყოველთვიურად თანაბარი ოდენობით.
2. დასაშვებია მთელი საწევრო შენატანის ან მისი უმეტესი ნაწილის წინასწარი გადახდა.
მუხლი 6. დებულების ამოქმედების ვადა
ეს დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №7 „ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის დებულების დამტკიცების შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.06.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №7 „ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის დებულების დამტკიცების შესახებ““?
- „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №7 „ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის დებულების დამტკიცების შესახებ““ მიღებულია 09.11.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 000000120.01(3).003.000936.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №7 „ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის დებულების დამტკიცების შესახებ““-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.06.2003-დან.
- სად არის „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №7 „ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის დებულების დამტკიცების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №7 „ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის დებულების დამტკიცების შესახებ““, №7, 09.11.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000120.01(3).003.000936 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1340280/