დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.07.2000
ძალის დაკარგვა 03.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №456
სარეგისტრაციო კოდი 000000190.01(2).004.000326
გამოქვეყნების წყარო სსმ, 64, 07/07/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,507 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2000 მიღება
03.08.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadMtavr;} @font-face {font-family:Literaturuly;} @font-face {font-family:Gancxadebebi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:Gancxadebebi; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Literaturuly","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadMtavr;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:120%; font-size:14.0pt; font-family:"Literaturuly","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:28.3pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:Gancxadebebi;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 49.6pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.012.004.326 საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №456 2000 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონების „განათლების შესახებ” (მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტი”) „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნების შესაბამისად, 1. დამტკიცდეს „დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულება”. 2. დაწყებითი პროფესიული განათლების დეპარტამენტმა (ბ-ნი ა. ეჯიბაძე) სასწავლებლების მიერ ახალი წესდებების შემუშავების მიზნით უზრუნველყოს აღნიშნული დებულების დაყვანა საქართველოს განათლების სამინისტროს დაქვემდებარების სასწავლო დაწესებულებებამდე. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დაწყებითი პროფესიული განათლების დეპარტამენტს (ბ-ნი ა. ეჯიბაძე). 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ალ. კარტოზია დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულება     მუხლი 1🔗. საქართველოს დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ცნება 1. საქართველოს დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არის საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” და კანონით „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი სახისა და საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. 2. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს რეგისტრირებული როგორც საჯარო სამართლის (სახელმწიფო), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. – კერძო სამართლის იურიდული პირის ფორმით რეგისტრირებული სასწავლო დაწესებულება „სამეწარმეო საქმიანობის შესახებ”, „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ”, „განათლების შესახებ”, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, საქართველოს სხვა კანონების, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისა და წინამდებარე ტიპური დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშავებს თავის წესდებას; – დაწესებულებას შეიძლება ჰქონდეს ფილიალი და ცალკეული სასწავლო ჯგუფები; – დაწესებულებას შეძლება ჰქონდეს პანსიონატი; – დაწესებულება დამოუკიდებელია პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისაგან. 3. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად შეიძლება იყოს: ა) სახელობო სასწავლებელი, რომელიც ასრულებს მხოლოდ სახელობო მომზადების პროგრამას; ბ) პროფესიული სასწავლებელი – ასრულებს დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას, საშუალო ზოგადი განათლების მიღებით და მის გარეშე; მას უფლება აქვს განახორციელოს სახელობო მომზადებისა და დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამები; გ) პროფესიული ლიცეუმი – ასრულებს „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” კანონით დადგენილ ყველა სახის პროგრამას, მოსწავლეთათვის მაღალი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით; ამასთან, პროფესიული ლიცეუმი წარმოადგენს პროფესიული განათლების, მომზადების და გადამზადების დარგობრივ ან რეგიონალურ ცენტრს, რომლის ბაზაზეც შეიძლება განხორციელდეს ახალ ეკონომიკურ პირობებში კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების შინაარსის სრულყოფის აპრობაცია და გამოცდა; დ) სპეციალური პროფესიული სასწავლებელი – ასრულებს ინვალიდებისა და დევიანტური ქცევის ბავშვების სახელობო მომზადების ან დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს; სასჯელის აღმასრულებელ დაწესებულებებთან არსებული სპეციალური პროფესიული სასწავლებელი – ასრულებს მსჯავრდებულთა სახელობო მომზადების ან დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს; ე) პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი, პროფესიული მომზადების კურსები, საკურსო კომბინატი, სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი, სასწავლო საწარმო – ასრულებენ დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს. 4. სასწავლო დაწესებულების ტიპი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს იგი. პროფესიული სასწავლებელი და პროფესიული ლიცეუმი ატესტაციის შედეგად შეიძლება ახორციელებდეს რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამას. 5. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს „განათლების შესახებ”, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” კანონებისა და საქართველოს სხვა კანონების, ნორმატიული აქტების, ამ დებულებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.     მუხლი 2🔗. სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამები 1. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, შეიძლება ასრულებდნენ: ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას: საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ საშუალო ზოგადი განათლების პროგრამასთან ერთად, სწავლების ვადაა 3-4 წელი; საშუალო ზოგადი განათლების მიუღებლად, სწავლების ვადაა 1-2 წელი; საშუალო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ სწავლების ვადაა 6 თვიდან 2 წლამდე; ბ) სახელობო მომზადების პროგრამას დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ. სწავლების ვადაა 1-2 წელი; გ) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამის: პროფესიული მომზადების პროგრამას, განათლების დონის მიუხედავად, მომზადების ვადა 10 თვემდეა; პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს, მომზადების ვადით – 10 თვემდე. 2. დაწყებითი ზოგადი განათლება იძლევა მხოლოდ სახელობო მომზადების უფლებას, ხოლო საბაზო ზოგადი და საშუალო ზოგადი განათლება – დაწყებითი პროფესიული განათლების მიღების და პროფესიული მომზადების უფლებას. 3. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავენ სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტით დადგენილ ძირითად ნაწილს (სავალდებულო მინიმუმს); ამასთან, შეიძლება შეიცავდნენ დამატებით ნაწილსაც. 4. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მისაღებად სავალდებულოა: – საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ სასწავლო დაწესებულებებისათვის – ატესტაციისა და აკრედიტაციის გავლა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად; – კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის საგანმანათლებლო საქმიანობაზე ლიცენზიის მიღება მომქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.     მუხლი 3🔗. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება, რეგისტრაცია, საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირება 1. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, „მეწარმეთა შესახებ” და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონებით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. 2. სახელმწიფო დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართავს საქართველოს განათლების სამინისტრო. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული პირი დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ სტატუსს იძენს შესაბამისად ატესტაციისა და აკრედიტაციის გავლის ან საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაზე ლიცენზიის აღების შემდეგ. 4. დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და კანონით „მეწარმეთა შესახებ” დადგენილი წესით, რეგისტრაციას გადის სასამართლოში. 5. დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია ფონდის სახით, რეგისტრაციას გადის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. 6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ დაწესებულებას თავისი წესდებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყების უფლება აქვს მხოლოდ ატესტაციისა და აკრედიტაციის გავლის, ხოლო კერძო იურიდიული პირის ფორმით – შესაბამისად ლიცენზიის მიღების შემდეგ, რომლებსაც ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო. 7. კერძო იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ დაწესებულებას წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის დასაწყებად აუცილებელია ჰქონდეს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის საწესდებო კაპიტალი. 8. საგანმანათლებლო საქმიანობაზე ლიცენზიის მოქმედების შეჩერების უფლება, კანონმდებლობის შესაბამისად, აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს. ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 4🔗. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაცია და აკრედიტაცია 1. საჯარო სამართლის იურიდიული ფორმით რეგისტრირებული დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაცია და აკრედიტაცია ხორციელდება დადგენილი კრიტერიუმებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო სერტიფიკატების, აგრეთვე საშუალო ზოგადი განათლების სახელმწიფო ატესტატის გაცემის უფლებას საგანმანათლებლო დაწესებულება თავისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად იძენს მხოლოდ სახელმწიფო ატესტაციისა და აკრედიტაციის გავლის შემდეგ. 3. დაწესებულების აკრედიტაცია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ „განათლების შესახებ” კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ. 4. სახელმწიფო აკრედიტაციის გაუქმების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 5. სახელმწიფო ატესტაციის ხარჯებს საქართველოს კანონის „განათლების შესახებ” 27-ე მუხლის შესაბამისად იხდის დაწესებულება. საჯარო სამართლის იურიდული პირის ფორმით რეგისტრირებული სასწავლო დაწესებულების სახელმწიფო გეგმური ატესტაცია ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე.     მუხლი 5🔗. საგანმანათლებლო სერტიფიკატი, საგანმანათლებლო ცენზი 1. სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე დაწესებულება მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისების, მიღებული ცოდნის შემოწმების შემთხვევაში გასცემს შემდეგ სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატებს: დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ათვისების დამადასტურებელ „დაწყებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო დიპლომს”. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დამადასტურებელ „საშუალო ზოგადი განათლების სახელმწიფო ატესტატს”. – სახელობო მომზადების ან დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამის ათვისების დამადასტურებელ სახელმწიფო მოწმობას. 2. საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილობრივი ათვისების ან მისი განხორციელების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე დაწესებულება გასცემს არასრული დაწყებითი პროფესიული განათლების და (ან) არასრული საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელ ცნობას, რომელშიც ასახული უნდა იყოს წარმატებით ათვისებულ საგანთა ნუსხა და შეფასება. აღნიშნული ცნობა მისი მიღებიდან 3 წლის განმავლობაში იძლევა იმავე დაწესებულებაში ჩაუბარებელ საგნებში ატესტაციის, მათ შორის, სახელმწიფო ატესტაციის გავლისა და ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატის მიღების უფლებას. 3. არააკრედიტებული დაწესებულება ამ მუხლში აღნიშნული პირობების გათვალისწინებით გასცემს დაწყებითი პროფესიული განათლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების დამადასტურებელ საკუთარ სერტიფიკატს საგანმანათლებლო საქმიანობაზე ლიცენზიის მიღების შემთხვევაში. 4. ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში არასრული განათლების ცნობა მისი მიღებიდან 3 წლის განმავლობაში იძლევა იმავე დაწესებულებაში ჩაუბარებელ საგნებში ატესტაციის გავლისა და დაწესებულების საგანმანათლებლო სერტიფიკატის მიღების უფლებას.     მუხლი 6🔗. დაწყებითი პროფესიული განათლების მიღების ფორმები 1. დაწყებითი პროფესიული განათლების მიღება შეიძლება დასწრებული სწავლების და ექსტერნატის ფორმით. 2. სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ დასწრებული ფორმით სწავლებას. 3. ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების ატესტირების და მის საფუძველზე საგანმანათლებლო სერტიფიკატის გაცემისა და კვალიფიკაციის მინიჭების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ აღნიშნულ პროფესიაში სწავლების საბაზოდ დადგენილ სასწავლო დაწესებულებებს. 4. იმ პროფესიებისა და სპეციალობების ნუსხას, რომელთა მიღება დაუშვებელია ექსტერნატის წესით, ადგენენ საქართველოს განათლებისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები დარგობრივ სამინისტროებთან შეთანხმებით.     მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიური უფლებამოსილებანი 1. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, სასწავლო დაწესებულების ავტონომია არის მისი უფლება კანონმდებლობისა, საგანმანათლებლო პროგრამების, სახელმწიფო სტანდარტებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. 2. დაწესებულებას თავისი მართვის ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლება აქვს: ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები; ბ) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიმუშაოს სასწავლო გეგმები და პროგრამები; გ) საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისას აირჩიოს განათლების სამინისტროსა და დარგობრივი სამინისტროების მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოები; დ) დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო (მათ შორის უცხოეთის) დაწესებულებებთან თავისი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ დაწესებულებას – მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსები; კანონმდებლობით დადგენილი წესით ვადიანი იჯარით გასცეს როგორც საკუთარი, ისე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს (შენობა-ნაგებობები, მათი ნაწილი, აგრეთვე მიწა იჯარით შეიძლება გაიცეს მხოლოდ ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც ხელს არ უშლის დაწესებულების საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობას); დააფუძნოს საწარმო, შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო დაფინანსება და თავისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღებული საფასური); ვ) კანონმდებლობისა და თავისი წესდების შესაბამისად განკარგოს ფინანსური და მატერიალური რესურსები; ზ) შეიმუშაოს საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტი, რომელსაც ამტკიცებს სასწავლო დაწესებულების დამფუთნებელი; თ) დამფუძნებელთა შეთანხმებით საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში დაადგინოს დაწესებულების მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები. 3. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული საგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების უფლებამოსილებებს განსაზღვრავს მისი დამფუძნებელი.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო და კერძო დაწყებითი პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეები 1. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია სასწავლებელში. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამრთლებრივი ფორმის მიუხედავად, დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის უფლებები დაცულ უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, საერთაშორისო და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს უფლება აქვს: ა) დადგენილი წესით საწარმოო სწავლებისა და საწარმოო პრაქტიკის პერიოდში მიიღოს შრომის ანაზღაურება; ბ) მიიღოს განათლება ექსტერნად, გაიაროს ატესტაცია (მათ შორის გამოსაშვები) სახელმწიფო აკრედიტაციის ან ლიცენზიის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ კურსზე კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად; გ) ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადავიდეს მეორე საგანმანათლებლო დაწესებულებაში (ამ უკანასკნელის თანხმობით) მონათესავე პროფესიაზე იმავე საფეხურზე; დ) სწავლის პერიოდში ეწეოდეს თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის შრომით საქმიანობას; ე) სასწავლებლის დამთავრებამდე გადაუვადდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ვადა საქართველოს კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” შესაბამისად; ვ) უზრუნველყოფილ იქნეს შრომის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების პირობებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 4. სამედიცინო უკუჩვენების მიზეზით არჩეული პროფესიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია. 5. დაწყებით პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდი ითვლება შრომის სტაჟად. 6. მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) მზრუნველობას მოკლებული ბავშვების შენახვა და სწავლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე, ხოლო კერძო იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ დაწესებულებაში დამფუთნებლის მიერ საკითხის გადაწყვეტის მიხედით. 7. სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები თანაბრად სარგებლობენ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა შეღავათით. 8. დაწყებით პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, მოსწავლეები მიიღებიან საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი ასაკობრივი ცენზით, სახელობო მომზადებაზე – 12-დან, ხოლო დაწყებითი პროფესიული განათლების მისაღებად 14-15 წლის ასაკიდან. 9. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულს, რომელსაც მიღებული აქვს საგანმანათლებო სტანდარტის შესაბამისად საშუალო ზოგადი განათლება, უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში. 10. 18 წლის ასაკამდე პირს, საჯარო სამართლის იურიდიული ფორმით რეგისტრირებულ სასწავლო დაწესებულებაში უფლება აქვს ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება; იმ პირებს, რომლებსაც სწავლების მეორე ან მესამე წელს უსრულდებათ 18 წელი, უფლება აქვთ სახელმწიფოს ხარჯზე დაასრულონ საგანმანათლებლო პროგრამა. 11. მოსწავლეთა სხვა მოვალეობები და უფლებები განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.     მუხლი 9🔗. სახელმწიფო და კერძო დაწყებითი პროფესიული სასწავლებლების პედაგოგიური პერსონალი 1. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნებიან: ა) მასწავლებელი; ბ) საწარმოო სწავლების ოსტატი (ინსტრუქტორი), მეთოდისტი, აღმზრდელი და სხვა მუშაკები, რომლებიც წარმართავენ სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს. 2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან მის გარეშე. 3. არაპედაგოგიური განათლების მქონე სპეცსაგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები (ინსტრუქტორები) სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად. 4. აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგი პერიოდულად გადის სწავლებას და ატესტაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატით. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაკებს უფლება აქვთ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ხელშეკრულების საფუძველზე, არასასწავლო დროს შეასრულონ სხვა სამუშაოები შესაბამისი ანაზღაურებით.     მუხლი 10🔗. დაწყებით პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია 1. საგანმანათლებლო პროცესი დაწყებით პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. საგანმანათლებლო პროცესი დაწყებით პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიცავს: თეორიულ სწავლებას, საწარმოო სწავლებას, საწარმოო (სასწავლო) პრაქტიკას, მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას. 4. მოსწავლეთა კვირეული დატვირთვა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით არ უნდა აღემატებოდეს 36 ან შესაბამისად 41 საათს, საწარმოო პრაქტიკის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით ამ დარგის შესაბამისი კატეგორიის მუშაკთათვის დადგენილი სამუშაო დროის ხანგრძლივობაზე მეტი. 5. დაწყებით პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენა ქართულია. მოთხოვნის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რეკომენდაციით სხვა ენაზე სწავლება დაიშვება განათლების სამინისტროს ნებართვით. 6. დაწყებით პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე. 7. დაწყებითი პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოსწავლეთა საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პროცესში ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას. 8. დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზაციის ფორმები, განათლების სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, აისახება სასწავლებლის შინაგანაწესში, რომელსაც (პედაგოგიური საბჭოს თანხმობით) ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი. 9. სასწავლებლის შინაგანაწესში დაწვრილებით აისახება მოსწავლეთა ჩარიცხვის, მათი მომდევნო კურსზე ან სხვა ჯგუფში გადაყვანის, აგრეთვე კურსზე დატოვების და სასწავლებლიდან მათი გარიცხვის წესები, მოსწავლეთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლების პირობები, მოსწავლეთა უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები, აგრეთვე სასწავლო წლისა და არდადეგების ხანგრძლივობა, მათი განრიგი და სასწავლო რეჟიმი (სასწავლო მეცადინეობათა ყოველდღიური რაოდენობა, მათი ხანგრძლივობა, სასწავლო გეგმითა და სასკოლო განრიგით განსაზღვრული თანმიმდევრობა, სასწავლო კვირის ხანგრძლივობა, გაკვეთილებს შორის შესვენებათა ხანგრძლივობა და გრაფიკი, სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობა და სხვა). 10. დაწესებულების პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, იქმნება საგნობრივი მეთოდური საბჭოები (კომისიები). 11. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობის მიზნით დაწესებულებაში შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ნებაყოფლობითი გაერთიანებანი (მოსწავლეთა, მშობელთა, მასწავლებელთა, მზრუნველთა და სხვა). 12. დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, „განათლების შესახებ” და „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონებით და სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით.     მუხლი 11🔗. საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ დაწყებით პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებას, სასწავლებლის ადმინისტრაციის და პედაგოგიური საბჭოს მეშვეობით მართავს განათლების სამინისტრო ან მისი დამფუძნებელი ორგანო. – ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, მისი მოადგილის (მოადგილეების) და ბუღალტრისაგან. – დაწესებულების ადმინისტრაცია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს, ადგენს მოსწავლეთათვის სახელმწიფო და სხვა სახის სტიპენდიების დანიშვნის წესსა და პირობებს (თუ ეს წესი და პირობები დამფინანსებლის მიერ არ არის დადგენილი) საბიუჯეტო დაფინანსებიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. – არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების მოზიდვის შემთხვევაში ადმინისტრაცია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატების, აგრეთვე მოსწავლეთათვის თავისი სტიპენდიების დანიშვნის, პრემიებისა და ფინანსური დახმარების გაცემის წესსა და პირობებს. – ადმინისტრაციის წევრთათვის ხელფასის დანამატის დანიშვნის, პრემიის, ჯილდოსა და წესდებით გათვალისწინებული სხვა ფინანსური დახმარების გაცემის საკითხს, დაწესებულების წესდებისა და მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წყვეტს პედაგოგიური საბჭო. – დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს დაწესებულების საქმიანობას, წარმოადგენს დაწესებულებას სხვა პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს მისი სახელით. – დაწესებულების დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლების სამინისტრო. დირექტორი ინიშნება არანაკლებ საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით. თუ დაწესებულება ასრულებს რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამას, მაშინ დირექტორი ინიშნება უხანგრძლივესი პროგრამის მოქმედების ვადით. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, ატესტაციის შედეგად, განმეორებითი ვადით. – დირექტორი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დადგენილი წესის შესაბამისად, შეადგინოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გრაფიკი. – დირექტორი უფლებამოსილია, პედაგოგიური საბჭოს თანხმობით, დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებებთან. – თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მომსახურე ყველა პირისათვის, ერთჯერადი ხასიათის განკარგულებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად მხოლოდ მასში მითითებულ პირთათვის. 2. კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპებს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით საზღვრავს დამფუძნებელი.     მუხლი 12🔗. პედაგოგიური საბჭო 1. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო არის დაწესებულების მმართველი არჩევითი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება „განათლების შესახებ” კანონით, ამ დებულებით და თვით საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. 2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხები. 3. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს. 4. პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არაუმეტეს 1/3-ს, თუკი დაწესებულების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან, პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 5. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სახელმძღვანელოთა შორის. 6. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს დაწესებულების ყველა პედაგოგი. 7. კერძო სასწავლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭოს შექმნის აუცილებლობასა და მის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს დამფუძნებელი, დაწესებულების წესდებით.     მუხლი 13🔗. პროფესიული სასწავლო დაწესებულების სამეურვეო საბჭო 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ დაწესებულებაში არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, აგრეთვე დაწესებულების ბიუჯეტით განსაზღვრული სახსრების განკარგვისა და კონტროლის მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო. – სამეურვეო საბჭო შედგება თავმჯდომარისა და წევრებისაგან, რომელთა რაოდენობა, არჩევის (დანიშვნის) და საქმიანობის წესები განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 4. კერძო სასწავლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს შექმნის აუცილებლობას განსაზღვრავს დამფუძნებელი.     მუხლი 14🔗. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) ადგილობრივი ბიუჯეტი; გ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები; დ) დაწესებულების საგანმანათლებლო მომსახურებისა და სასწავლო-საწარმოო და სხვა საქმიანობის (რომელიც არ იკრძალება კანონმდებლობით) შედეგად მიღებული შემოსავლები. – სოციალურ პარტნიორთა სახსრებს მიეკუთვნება: ა) დასაქმების ორგანოების სახსრები; ბ) პროფესიული კავშირების სახსრები; გ) სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების სახსრები; დ) კადრების პროფესიული მომზადების დამკვეთი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებისა და კერძო პირების სახსრები; ე) გრანტები და მიზნობრივი პროგრამები; ვ) სპონსორების სახსრები; ზ) მოსწავლეთა და მშობელთა პირადი სახსრები. – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ფინანსდებიან; ა) სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში სახელობო მომზადებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამები -–სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობით და საკუთარი შემოსავლებით; ბ) უმუშევარი მოსახლეობის დაწყებითი პროფესიული განათლება, პროფესიული მომზადება-გადამზადება და კალიფიკაციის ამაღლება – სახელშეკრულებო საწყისებზე და დასაქმების ფონდის სახსრებით; გ) წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება – სახელშეკრულებო საწყისებზე, დამკვეთის სახსრებით; დ) ინვალიდებისა და სხვა განსაკუთრებული სოციალური კატეგორიის პირთა დაწყებითი პროფესიული განათლება ან პროფესიული მომზადება – სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების დაკვეთით და სახსრებით; – საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას, ეძლევა ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება სახელმწიფო დაკვეთით, სახელმწიფო ფინანსური ნორმატივებისა და დაწესებულებაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, „განათლების შესახებ” კანონის 34-ე, 35-ე, 36-ე მუხლების შესაბამისად. – საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების შესრულების ღირებულება აღემატება სახელმწიფო ფინანსურ ნორმატივებს, ეძლევა დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსება. – „განათლების შესახებ” კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურდებათ მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთა) მზრუნველობას მოკლებული ბავშვების სწავლების ხარჯები. – დაწესებულების მიერ სტანდარტის ზევით, დამატებითი განათლების მიცემა (სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად) შეიძლება დაფინანსდეს როგორც ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახით, ასევე სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. – საგანმანათლებლო დაწესებულების ხარჯების გაანგარიშება ხდება დადგენილი ნორმატივების საფუძველზე. იგი ითვალისწინებს: ა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის რეალიზაციის ხარჯებს (პედაგოგთა ხელფასი, სასწავლო მატერიალური ბაზის შენახვა და განვითარება, სასწავლო დანიშნულების ნედლეულის, საწვავ-საპოხი და სხვა მასალების, სასწავლო-საპროგრამო დოკუმენტაციის, სახელმძღვანელოების, სასწავლო საშუალებების შეძენის, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხარჯები); ბ) ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასს და დანამატებს; გ) პედაგოგებისა და ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებს; დ) დაწესებულების ლიცენზირების, ატესტაციისა და აკრედიტაციის ხარჯებს; ე) კომუნალური მომსახურების ხარჯებს; ვ) სამივლინებო ხარჯებს; ზ) ნორმატივით დადგენილ სხვა ხარჯებს. – დაწესებულების სასწავლო-საწარმოო საქმიანობით მიღებული მოგება მთლიანად რჩება დაწესებულებას და ხმარდება მხოლოდ მისი წესდებით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას; – დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს სახელშეკრულებო საწყისებზე და თვითდაფინანსების პრინციპით მუშაობის უფლება. 2. კერთო და უწყებრივი დაწყებითი პროფესიული სასწავლო დაწესებულების დაფინანსება განისაზღვრება დამფუძნებლის მიერ, დაწესებულების წესდების შესაბამისად.     მუხლი 15🔗. დაწესებულების ბიუჯეტი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული დაწყებითი პროფესიული სასწავლო დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს ადმინისტრაცია და დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეურვეო საბჭო. – დაწესებულების სახსრები იქმნება იმ სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებისა და არასაბიუჯეტო სახსრებისაგან; – დაწესებულების არასაბიუჯეტო სახსრები იქმნება: ა) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან, სასწავლო საწარმოდან, სასწავლო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლებით; ბ) ხელშეკრულების საფუთველზე შესრულებული საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებით მიღებული შემოსავლით; გ) თავისი ქონების იჯარით გაცემით მიღებული შემოსავლით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) საგამომცემლო საქმიანობითა და თავის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლით; ე) შემოწირულობით, გრანტით, ჩუქებით ან ანდერთით მიღებული ქონებითა და ფინანსებით; ვ) სხვა საწარმოში წილობრივი მონაწილეობიდან, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლით. – დაწესებულების საბიუჯეტო სახსრებს განკარგავს დაწესებულების დირექტორი. 2. კერთო დაწყებითი პროფესიული სასწავლებლის ბიუჯეტს ადგენს დამფუძნებელი.     მუხლი 16🔗. სასწავლო დაწესებულების ლიკვიდაცია 1. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, სასწავლო დაწესებულების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება იღებს დამფუძნებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.