საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.08.2000 ძალადაკარგული 21.08.2001
ნომერი
№185
სარეგისტრაციო კოდი
000000190.01(2).004.000365
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 70, 08/08/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი190.012.004.365

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №185

2000 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივლისის №323 ბრძანებულების მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესასრულებლად,ვბრძანებ:

1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ზოგიერთი მოქმედებისათვის შემდეგი სატარიფო განაკვეთები:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის – 30 ლარი;

ბ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენისათვის – 70 ლარი;

გ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემისათვის – 50 ლარი.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე მოზიდული თანხები ჩაირიცხოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე და მოხმარდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და სახელმწიფო მოსამსახურეთა წახალისების მიზნებს.

3. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე წარდგენილ განცხადებებზე.

4. ეს ბრძანება მოქმედებს 2001 წლის 1 იანვრამდე.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი