საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან, საქართველოში ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე თანხმობის მიცემასთან, უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 21.08.2001
ძალის დაკარგვა 10.04.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №314
სარეგისტრაციო კოდი 210070000.11.106.004939
გამოქვეყნების წყარო სსმ, 89, 23/08/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან, საქართველოში ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე თანხმობის მიცემასთან, უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.070.000.11.106.004.939
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №314
2001 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან, საქართველოში ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე თანხმობის მიცემასთან, უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივლისის №323 ბრძანებულების და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 19 მარტის №103 ბრძანებულების მოთხოვნათა შესასრულებლად, ვბრძანებ:
1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ზოგიერთი მოქმედებისათვის შემდეგი სატარიფო განაკვეთები:
ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის – 30 ლარი;
ბ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენისათვის – 100 ლარი;
გ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემისათვის – 50 ლარი;
დ) ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე თანხმობისათვის – 20 ლარი
ე) უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების თანხმობისათვის – 100 ლარი;
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე მოზიდული თანხები ჩაირიცხოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე და მოხმარდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და სახელმწიფო მოსამსახურეთა წახალისების მიზნებს.
3. ამ ბრძანებით დადგენილი სატარიფო განაკვეთების გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლდეს შესაბამისი საქმეები შემდეგი კატეგორიების პირთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენის, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის დადასტურების, ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე თანხმობის მიცემის, უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინებაზე თანხმობის მიცემის შესახებ:
ა) მეურვეობის ქვეშ მყოფი დედ-მამით ობოლი ბავშვი, უპატრონო ბავშვი;
ბ) პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქე;
დ) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული პირი;
ე) ამ პუნქტის „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებში მითითებული პირის კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, აგრეთვე 23 წლამდე მოსწავლე ან სტუდენტი შვილი, ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრი.
4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათების კონკრეტული საქმის მიმართ გამოსაყენებლად დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შეღავათის გავრცელების საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთი.
5. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილი სატარიფო განაკვეთები არ გამოიყენება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე წარდგენილი განცხადებების მიმართ. ამ ბრძანებით დაწესებული შეღავათები არ გამოიყენება იმ საქმეების მიმართ, რომლებზეც შესაბამისი სატარიფო განაკვეთები გადახდილია ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე.
6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 8 აგვისტოს №185 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”.
7. დაევალოს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტს (ბ. კალანდაძე), საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს (ლ. ქოჩქიანი) და მთავარ კანცელარიას (ც. ბაიდარაშვილი) ამ ბრძანების შესრულების უზრუნველმყოფი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
8. კონტროლი ამ ბრძანების მოთხოვნების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ი. ოქრუაშვილს.
9. ეს ბრძანება მოქმედებს 2002 წლის 1 იანვრამდე.
10. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი