აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110530021, 31/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა ს“  აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2011 წლის 21 ივნისს, 11:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, რედისონ ბლუ ივერია, შეხვედრების ოთახი 2, ვარდების რევოლუციის მოედანი 1.

დღის წესრიგი:

1. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ 2010 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების დამტკიცება.

2. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ 2011 წლის აუდიტორის დამტკიცება.

3. ბატონი კალიმ აზიზის მაგივრად ბატონი მიქელე ფიუმარას სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნა.

4. წინასწარი შეთანხმება მტკვრის პროექტის შესაძლო გაყიდვის შესახებ.

5. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ სახაზინო აქციების ნაწილის (14,102,000 ცალი ჩვეულებრივი აქცია) გაუქმება და საზოგადოების წესდებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

6. სხვა მიმდინარე საკითხები.

დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატში. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი იქნა დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში 2011 წლის 9 ივნისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა 2011 წლის 21 ივნისის მორიგ საერთო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“ 2011 წლის 6 მაისის (საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2011 წლის 9 ივნის ი დან 2011 წლის 20 ივნისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა, სართ. 2.

 

მიქელე ფიუმარას მოკლე ბიოგრაფია:

მიქელე ფიუმარა არის იტალიის მოქალაქე და კაიროს ფონდის ცენტაურო ფონდის თანამმართველი. ბატონი მიქელე კაიროს ფონდს შეუერთდა 2001 წელს როგორც კი დაამთავრა ლა საპიენცას უნივერსიტეტი რომში. ფიუმარა ახორციელებს და ხელმძღვანელობს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ და განახლებითი ენერგიის სექტორებში.