ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.05.2001 ძალადაკარგული 14.11.2001
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
300320000.14.011.004765
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 10/05/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.14.011.004.765

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №4

2001 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ

საქართველოს სახელმწიფოსა და შპს „ეი-ი-ეს გარდაბანს” შორის „გარდაბნის თბოელექტროსადგურის მე-9 და მე-10 ენერგობლოკებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნასყიდობის შესახებ” გაფორმებული ხელშეკრულების, ასევე საქართველოს სახელმწიფოსა და „ეი-ი-ეს ჯორჯია ჰოლდინგზ ბი. ვი.”-ს შორის სს „ხრამჰესი-I”-ისა და „ხრამჰესი-II”-ის აქციათა მართვის უფლების შესახებ” გაფორმებული ხელშეკრულებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ექსპლუატაციაში შედიან ახალი ჰიდროელექტროსადგურები „ჩალაჰესი” და “სურამულაჰესი”, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სემეკი ადგენს:

1. განისაზღვროს ქვემოთ ჩამოთვლილი ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფები შემდეგი ოდენობით (თეთრი/კვტსთ):

 

№

ელექტროსადგურები

დღგ-ის გარეშე

დღგ

სულ დღგ-ის ჩათვლით

1.

შპს “ეი-ი-ეს მტკვარი”

5.84

1.168

7.008

2.

xramhesi-I

1.72

0.34

2.06

3.

xramhesi-II

1.47

0.29

1.76

4.

სს „ნატურალური ღვინისა და სპირტის კორპორაცია ქინძმარაული” – ჩალაჰესი

5.25

1.05

6.30

5.

შპს “ბმგ” – სურამულაჰესი

7.00

1.40

8.40

 

2. სს „ნატურალური ღვინისა და სპირტის კორპორაცია ქინძმარაულის” ბალანსზე მყოფი ჰიდროელექტროსადგურ “ჩალაჰესი”-სა და შპს „ბმგ”-ს ბალანსზე მყოფი ჰიდროელექტროსადგურ “სურამულაჰესი”-ს მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფები ძალაშია მათი გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთების დღიდან.

3. საქართველოს სახელმწიფოსა და შპს „ეი-ი-ეს გარდაბანს” შორის “გარდაბნის თბოელექტროსადგურის მე-9 და მე-10 ენერგობლოკებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნასყიდობის შესახებ”, ასევე საქართველოს სახელმწიფოსა და „ეი-ი-ეს ჯორჯია ჰოლდინგზ ბი. ვი.”-ს შორის „სს „ხრამჰესი-I”-ისა და „ხრამჰესი-II”-ის აქციათა მართვის უფლების შესახებ” გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ელექტროსადგურების: „ეი-ი-ეს მტკვარი”, „ეი-ი-ეს ხრამჰესი-I” და „ეი-ი-ეს ხრამჰესი-II” ტარიფები გავრცელდეს 2001 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) სემეკის 2000 წლის 31 აგვისტოს №8 დადგენილების „ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ტარიფების შესახებ” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ცხრილის პირველი პუნქტი (ს.ს „ეი-ი-ეს მტკვრის” (თბილსრესის №№9, 10 ბლოკების ტარიფი);

ბ) სემეკის 2000 წლის 6 დეკემბრის №10 დადგენილების „ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ტარიფების შესახებ” სემეკის 2000 წლის 31 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებებისა  და დამატებების შეტანის შესახებ” პირველი პუნქტი.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ელ. ერისთავი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.11.2001.
როდის იქნა მიღებული „ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ“?
„ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ“ მიღებულია 08.05.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 300320000.14.011.004765.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.11.2001-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.11.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ“, №4, 08.05.2001, სარეგისტრაციო კოდი 300320000.14.011.004765 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1343298/