საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.12.2004
ძალის დაკარგვა 21.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1520
სარეგისტრაციო კოდი 040230000.22.027.006894
გამოქვეყნების წყარო სსმ, 141, 02/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.04.2002
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.Char {mso-style-name:" Char"; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.22.027.006.894
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1520
2004 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 18 აპრილის ბრძანება №220 (სსმ III, 2002წ., მუხ.352).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი
დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს კანონით „იმიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონით „ემიგრაციის შესახებ” საერთაშორისო ხელშეკრულებებით, იუსტიციის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დადგენა;
ბ) უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღების, უცხოელი მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის, აგრეთვე საქართველოში იმიგრანტის სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების მასალების წინასწარ განსახილველად მომზადება;
გ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
დ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
ე) მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების უზრუნველყოფა.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) მოქალაქეობის და მიგრაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი ამ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობის მინიჭების და შეწყვეტის მასალების მომზადება;
გ) იმიგრაციის, მოქალაქეობის დადგენისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღება, მოქალაქეობისა და მიგრაციის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობა;
დ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მართვა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებს და მითითებს;
გ) წარუდგენს მინისტრს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს დეპარტამენტის მუშაობის წლიურ ანგარიშს;
ზ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს დეპარტამენტს;
თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ლ) ასრულებს ამ დებულებით განსაზღვრულ, მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებებსა და დავალებებს.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო;
ბ) მიგრაციის საკითხთა სამმართველო.
2. მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო ახორციელებს მოქალაქეობის დადგენის, მიღების, მინიჭების, აღდგენისა და შეწყვეტის, აგრეთვე მუდმივად მაცხოვრებლის სტატუსის დადგენის მასალების მომზადებას.
3. მიგრაციის საკითხთა სამმართველო განიხილავს და ამზადებს იმიგრაციის, ემიგრაციისა და საქართველოდან გაძევების საკითხებს.
4. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში;
ბ) უზრუნველყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას;
გ) გეგმავს, ორგანიზაციას უკეთებს და ხელმძღვანელობას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
დ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
ე) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის დავალებებსა და მითითებებს;
ვ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას, ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ზ) ეცნობა და ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) დეპარტამენტის უფროსს სისტემატურად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ი) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ;
კ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რაც საჭიროა სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
ლ) დეპარტამენტის უფროსთან შუამდგომლობს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები და საშტატო განრიგი
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მრჩეველი:
ა) აწარმოებს განცხადებებისა და სხვა ხასიათის მასალის მიღებასა და განხილვას;
ბ) ამზადებს მის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვა-გადაწყვეტის შესახებ დოკუმენტების პროექტებს;
3. დეპარტამენტის სპეციალისტი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზაციას, შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, საარქივო საქმისწარმოებას და პასუხისმგებელია დოკუმენტაციის დაცვასა და მოვლა-შენახვაზე;
ბ) დეპარტამენტის უფროსს სისტემატურად წარუდგენს მონაცემებს კორესპონდენციის აღრიცხვისა და მოძრაობის შესახებ.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობა და თანამდებობრივი სახელწოდებები დადგენილია სამინისტროს საშტატო განრიგით.
5. დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.