საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №369 მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.007
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №369
1999 წლის 28 დეკემბერი
ქ.თბილისი
მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ
„პატიმრობის შესახებ“ კანონის 97-ე მუხლის „ბ. ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.
ჯ. ხეცურიანი
მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
1. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულს.
2. ცენტრის მიზანია მსჯავრდებულთა ადაპტაციისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
3. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სასჯელაღსრულების დეპარპტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
4. ცენტრის საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
5. ცენტრის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. ცენტრის საჯარო მოსამსახურეები სარგებლობენ სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთათვის დადგენილი ყველა შეღავათით.
თავი II. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები
7. ცენტრის ამოცანებია:
ა) იმ მსჯავრდებულებთან სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარება, რომელთაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებამდე დარჩათ ერთი წელი;
ბ) იმ მსჯავრდებულებთან სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარება, რომლებიც პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ გათავისუფლებულ პირებთან სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
8. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ გათავისუფლებულ პირებთან ცენტრი სარეაბილიტაციო სამუშაოს ატარებს გათავისუფლებიდან ერთი წლის განმავლობაში.
9. მსჯავრდებულთა ადაპტაციისა და მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით;
ა) ცენტრი თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან;
ბ) ცენტრის თანამშრომლები ატარებენ სისტემატურ შეხვედრებს ამ დებულების მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მსჯავრდებულებთან და ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებთან;
გ) ცენტრის თანამშრომლები, მსჯავრდებულთა გათავისუფლების შემდეგ, ატარებენ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან მათი შრომითი მოწყობისათვის აუცილებელ ღონისძიებებს;
დ) ცენტრის თანამშრომლები ატარებენ ღონისძიებებს სარეაბილიტაციო პირთა მიერ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გასაცნობად;
ე) ცენტრის თანამშრომლები ეხმარებიან ახლობლებთან შეხვედრის ორგანიზებაში;
ვ) ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობენ სარეაბილიტაციო პირთათვის კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში.
10. ცენტრი ატარებს სარეაბილიტაციო პირთათვის საჭირო კონსულტაციებს, რისთვისაც უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
11. ცენტრი განიხილავს სარეაბილიტაციო პირთა განცხადებებს კომპეტენციის ფარგლებში და თავის რეკომენდაციას აძლევს შესაბამის ორგანოებს.
12. ცენტრის რეკომენდაციას ხელს აწერს ცენტრის უფროსი.
13. ცენტრის უფროსს უფლება აქვს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პირზე გასცეს სარეკომენდაციო დახასიათება.
14. ცენტრი თავისი მუშაობის შესახებ ინფორმაციას საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც, აწვდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
თავი III. დასკვნითი დებულებები
15. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №369 მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.05.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №369 მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ“?
- „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №369 მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ“ მიღებულია 28.12.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №369. სარეგისტრაციო კოდი — 000000410.01(2).004.000007.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №369 მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.05.2006-დან.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №369 მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №369 მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ“, №369, 28.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000410.01(2).004.000007 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1343912/