სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2004 ძალადაკარგული 26.02.2007
ნომერი
№895
სარეგისტრაციო კოდი
200110010.22.033.006969
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 31/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.010.22.033.006.969

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №895

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად და 280-ე მუხლის მე-6 ნაწილის აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზი.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

ზ. ნოღაიდელი

სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზი

1. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნები ხუთი ტიპისაა (თან ერთვის):

ა) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება სათამაშო ავტომატების გადასახადით დაბეგვრისას წარწერით ,,სათამაშო აპარატი”;

ბ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება სათამაშო მაგიდების გადასახადით დაბეგვრისას წარწერით ,,სათამაშო მაგიდა”;

გ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ტოტალიზატორის სალაროს გადასახადით დაბეგვრისას წარწერით “ტოტალიზატორი”;

დ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ბინგოს სალაროს გადასახადით დაბეგვრისას წარწერით “ბინგო”;

ე) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ლოტოს სალაროს გადასახადით დაბეგვრისას წარწერით “ლოტო”.

2. გადასახადის გადახდის ნიშნებში გამოიყენება 4 ფერი;

ა) სათამაშო აპარატებისათვის – მუქი ლურჯი, წითელი, რუხი და იისფერი;

ბ) სათამაშო მაგიდებისათვის – მუქი წითელი, წითელი, რუხი და იისფერი;

გ) ტოტალიზატორის სალაროებისათვის – მუქი ყვითელი, წითელი, რუხი და იისფერი;

დ) ბინგოს სალაროებისათვის – მუქი მწვანე, წითელი, რუხი და იისფერი;

ე) ლოტოს სალაროებისათვის – მუქი ყავისფერი, წითელი, რუხი და იისფერი;

3. გადასახადის გადახდის ნიშანი გაყალბებისაგან დაცულია სპეციალური ელემენტებით.

4. გადასახადის გადახდის ნიშანს გააჩნია სერია, ნომერი და გადასახადით დაბეგვრის პერიოდების აღნიშვნები ნიშანზე შეტანილია ნიშნის ქვედა ნაწილში კალენდარული თვეების აღმნიშვნელი 1-დან 12-ის ჩათვლით.

5. გადასახადის გადახდის ნიშანი წარმოადგენს ფირნიშს, რომელიც დამზადებულია წებოვანი მასალისაგან და მისი აძრობის შემთხვევაში ზიანდება.

6. გადასახადის გადახდის ნიშნის ზომებია – 60X95მმ.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.02.2007.
როდის იქნა მიღებული „სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე“?
„სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 31.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №895. სარეგისტრაციო კოდი — 200110010.22.033.006969.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.02.2007-დან.
სად არის „სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე“, №895, 31.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 200110010.22.033.006969 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1343950/