„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №44/1999 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2000 ძალადაკარგული 05.02.2004
ნომერი
№23/2000
სარეგისტრაციო კოდი
000000010.00(8).004.000103
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 23/02/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი         010.008.004.103

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №23/2000

2000 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №44/1999 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №44/1999 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ამოღებულ  იქნეს მე-5 მუხლის მე- 2 პუნქტი.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისიაში ყველა სახის დოკუმენტაციის მიღებასა და ჟურნალში რეგისტრაციას ახდენს კომისიის მდივანი 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათსა“ და 30  წუთამდე).

2. საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას იღებს მხოლოდ ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან.“

3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

„1. საოლქო საარჩევნო კომისიაში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გაცემული დოკუმენტების რეგისტრაცია მოხდეს კომისიის მდივნის მიერ 10 საათიდან 18 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, ხოლო არჩევნების პერიოდში – გარდა კვირადღისა.

2. კომისიის მდივანმა შემოსული მასალები რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის ან მისი დავალებით მოადგილის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცეს შესაბამის პირს შესასრულებლად.

3. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10 დღისა (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა გასცემს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი. დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული მატარებლის სახით მასალის შესაბამისი მომზადების შემდეგ.

4. აკრძალულია კომისიაში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. საოლქო საარჩევნო კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ლომინაძე