სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.010.22.033.006.974
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №894
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე, 280-ე მუხლის აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის ფორმა.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ნოღაიდელი
სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსების წესი
პირველ სვეტში შეიტანება წამახალისებელი გათამაშების დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ გათამაშების მომწყობი პირი ერთდროულად ორგანიზებას უკეთებს რამდენიმე წამახალისებელ გათამაშებას, დეკლარაციაში უნდა აისახოს თ ი თოეული წამახალისებელი გათამაშება ცალ-ცალკე. ამავე სვეტში შეიტანება ლატარიის დასახელებაც.
მე-2 სვეტში ანალოგიური წესით შეიტანება წამახალისებელი გათამაშების (გათამაშებების), ლატარიის (ლატარიების) საპრიზო ფონდების ოდენობა (ლარებში).
მე-3 სვეტში შეიტანება წამახალისებელი გათამაშების (გათამაშებების) ლატარიის (ლატარიების) გათამაშების პერიოდის დასასრული.
მე-4 სვეტში ჩანაწერს აკეთებს მხოლოდ წამახალისებელი თამაშების მომწყობი პირი. კერძოდ, შეიტანება მონაცემები საანგარიშო თვეში გათამაშებული საპრიზო ფონდის შესახებ. ლატარიის მომწყობი ამ სვეტში აღნიშნავს ,,X”.
მე-5 სვეტს ავსებს მხოლოდ წამახალისებელი გათამაშების მომწყობი და უთითებს გაუთამაშებელი საპრიზო ფონდის დარჩენილ თანხას. ლატარიის მომწყობი მოცემულ სვეტში აღნიშნავს ,,X”.
მე-6 სვეტი ივსება მხოლოდ ლატარიის მომწყობი პირების მიერ და მასში იწერება საანგარიშო თვეში ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების რაოდენობა (ლარებში). წამახალისებელი თამაშების მომწყობი მოცემულ სვეტში აღნიშნავს ,,X”.
მე-7 სვეტში ჩაიწერება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი განაკვეთები.
მე-8 სვეტში შეიტანება გადასახადის თანხა (ოდენობა) ლარებში.


ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.03.2007.
- როდის იქნა მიღებული „სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №894. სარეგისტრაციო კოდი — 200110010.22.033.006974.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 01.03.2007-დან.
- სად არის „სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სათამაშო ბიზნესის გადასახადის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, №894, 31.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 200110010.22.033.006974 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1344289/