ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.584
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1442
2006 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის, 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 217-ე მუხლის მე-8-11 ნაწილებისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით:
ა) ინსტრუქცია ,,ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ (დანართი №1);
ბ) ,,ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის“ ფორმა (დანართი №2).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარირების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №900 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №1
ინსტრუქცია ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსების წესის შესახებ
მუხლი 1.
1. ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივის რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრება ფიზიკურ პირებს, რომლებიც:
ა) რეალიზაციას უკეთებენ 2 წლამდე საკუთრებაში არსებულ მატერიალურ აქტივებს (გარდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივების ან/და ფასიანი ქაღალდების რეალიზაციისა);
ბ) საგადასახადო წლის განმავლობაში საჩუქრად (უსასყიდლოდ) იღებენ 1000 ლარის და მეტი ღირებულების ქონებას, გარდა I-II რიგის მემკვიდრეებისაგან მიღებული ქონებისა;
გ) წარმოადგენენ III-IV რიგის მემკვიდრეებს და საგადასახადო წლის განმავლობაში შესაბამისი პირებიდან მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიიღეს 150000 ლარის და მეტი ღირებულების ქონება.
2. გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები დეკლარაციას საგადასახადო ორგანოში წარადგენენ საგადასახადო აღრიცხვის, ხოლო საგადასახადო აღრიცხვის არარსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მატერიალური აქტივის გადაცემამდე.
3. დეკლარაციაში მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (თუ ასეთი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საგადასახადო ორგანოს მიერ) და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ფიქსირებული პირადი ნომერი. ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც დეკლარაციის შევსების დღისათვის მინიჭებული არა აქვთ საიდენტიფიკაციო ნომერი, ვალდებული არიან დადგნენ საგადასახადო აღრიცხვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2.
1. დეკლარაციის პირველ უჯრაში სრულად აღინიშნება გადამხდელის სახელი, გვარი და მისამართი.
2. მე-2 უჯრაში მიეთითება – რეალიზებული, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივების დასახელება (საცხოვრებელი სახლი, ბინა მრავალსართულიან სახლში, ავტოფარეხი, მიწის ნაკვეთი, აქციები და ა.შ.). იმ შემთხვევაში, თუ ხდება ერთდროულად რამდენიმე მატერიალური აქტივის რეალიზაცია, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღება, დეკლარაციას შეიძლება დაერთოს ასეთი ქონების ჩამონათვალი (მისამართის (ადგილსამყოფლის) მითითებით) დანართის სახით.
3. მე-3 უჯრაში მიეთითება – რეალიზებული ან ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივების მისამართი (ადგილსამყოფელი).
4. მე-4 უჯრაში მიეთითება – მატერიალური აქტივების გადაცემის სახის გათვალისწინებით შესაბამისი ციფრი, კერძოდ:
ა) რეალიზაცია – ,,1“;
ბ) მემკვიდრეობა – ,,2“;
გ) ჩუქება – ,,3“.
5. მე-5 უჯრაში მიეთითება – რეალიზატორის მიერ მატერიალური აქტივებზე საკუთრების წარმოშობის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი), ივსება იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარდგენის საფუძველია ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივის რეალიზაცია, სხვა შემთხვევაში იწერება – ,,X“.
6. მე-6 უჯრაში მიეთითება – გადასაცემ მატერიალურ აქტივზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება რეკვიზიტების მითითებით (ნასყიდობის ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ანდერძი და ა.შ.).
7. მე-7 უჯრაში მიეთითება – ქონების მემკვიდრეობით (ჩუქებით) მიღების შემთხვევაში ნათესაური კავშირი ქონების მესაკუთრესთან (მაგ.: ,,ბიძა“ ,,დისშვილი“ ,,მეუღლე“ და ა.შ). ნათესაური კავშირის არარსებობის შემთხვევაში სტრიქონში შეიტანება – ,,X“.
8. მე-8 უჯრაში მიეთითება – ნათესაური კავშირის გათვალისწინებით შესაბამისი ციფრი, კერძოდ:
ა) I-II რიგის მემკვიდრეები (მეუღლეები, შვილები, შვილიშვილები, მშობლები, ნაშვილები, მშვილებელი, დები და ძმები, დისშვილები და ძმისშვილები.) – ,,1“;
ბ) III-IV რიგის მემკვიდრეები (ბებიები და პაპები, ბებიების და პაპების დედ-მამები, ბიძები, მამიდები, დეიდები) – ,,2“;
გ) ნათესაური კავშირის არარსებობის შემთხვევაში – ,,0“.
9. მე-9 უჯრაში მიეთითება – მატერიალური აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში ხელშეკრულებაში მითითებული თანხა. მემკვიდრეობით ან ჩუქებით მატერიალური აქტივის მიღებისას ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით.
10. მე-10 უჯრაში მიეთითება – მატერიალური აქტივის შეძენაზე ან მის მიღებაზე გაწეული ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ცნობის გაცემამდე მოითხოვოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები მათი კამერალური წესით შემოწმების მიზნით, ასევე შეიტანოს შესწორებები რეალიზაციის დაფიქსირებულ ფასში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
11. მე-11 უჯრაში მიეთითება – მიმდინარე კალენდარული წლის განვლილ პერიოდში ფიზიკური პირისაგან ჩუქებით, მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური აქტივების ღირებულება (გარდა I-II რიგის მემკვიდრეებისაგან მიღებული ქონებისა), ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარდგენის საფუძველია ფიზიკური პირის მიერ ქონების მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღება, სხვა შემთხვევაში იწერება ,,X“.
12. მე-12 უჯრაში მიეთითება – მე-11 უჯრიდან გამოყოფილი მიმდინარე კალენდარული წლის განვლილ პერიოდში III-IV რიგის მემკვიდრეებისაგან მიღებული მატერიალური აქტივების ღირებულება, ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარდგენის საფუძველია ფიზიკური პირის მიერ ქონების მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღება, სხვა შემთხვევაში იწერება ,,X“.
13. მე-13 უჯრაში მიეთითება – მე-11 უჯრიდან გამოყოფილი მიმდინარე კალენდარული წლის განვლილ პერიოდში სხვა ფიზიკური პირისაგან მიღებული მატერიალური აქტივების ღირებულება, ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარდგენის საფუძველია ფიზიკური პირის მიერ ქონების მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღება, სხვა შემთხვევაში იწერება ,,X“.
14. მე-14 უჯრაში მიეთითება – შეღავათები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად (მუხლის ნაწილების მითითებით). ამ უჯრას ავსებენ მხოლოდ ის ფიზიკური პირები, რომელებიც არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის, დაქირავებული შრომის სახით. პირებს, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, უფლება არ აქვთ შეავსონ დასახელებული უჯრა, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მათ შეუძლიათ საგადასახადო ორგანოებში წარადგინონ დეკლარაცია გადასახადის გადაანგარიშებისა და ანაზღაურების მოთხოვნით.
15. მე-15 უჯრაში მიეთითება – დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც გამოითვლება შემდეგი წესით:
ა) აქტივის რეალიზაციისას – უჯრა (9-10-14);
ბ) აქტივის ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას III-IV რიგის მემკვიდრეებისაგან – უჯრა 9-10+12-ციფრი150000. ამასთან, უჯრა 12-ის მონაცემი ფორმულაში არ შეიძლება იყოს 150000-ზე მეტი, მოცემულ შემთხვევაში ფორმულაში დასახელებულ მე-12 უჯრაში შეიტანება ციფრი 150000, უარყოფითი ციფრის მიღების შემთხვევაში იწერება ,,0“, თავის მხრივ, საგადასახადო ორგანო კამერალური წესით აზუსტებს ნამეტ თანხაზე საგადასახადო ვალდებულების სრულად შესრულების საკითხს;
გ) აქტივის ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას სხვა ფიზიკური პირისაგან – უჯრა 9-10+13-ციფრი1000, უარყოფითი ციფრის მიღების შემთხვევაში იწერება ,,0“, ამასთან, უჯრა 13-ის მონაცემი ფორმულაში არ შეიძლება იყოს 1000-ზე მეტი. მოცემულ შემთხვევაში ფორმულაში დასახელებულ მე-13 უჯრაში შეიტანება ციფრი 1000, თავის მხრივ საგადასახადო ორგანო კამერალური წესით აზუსტებს ნამეტ თანხაზე საგადასახადო ვალდებულების სრულად შესრულების საკითხს.
16. მე-16 უჯრაში მიეთითება – გადასახდელი გადასახადის თანხა, რომელიც გამოითვლება დასაბეგრი შემოსავლის (უჯრა 15) გამრავლებით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთზე (12%), აღნიშნული თანხა შემცირდება ამ ქონების მიხედვით გადახდილი (მათ შორის, წინა საგადასახადო პერიოდებში) საშემოსავლო გადასახადის თანხით (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 190).
17. მე-17 უჯრაში მიეთითება – მატერიალური აქტივის ფაქტობრივად გადაცემის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი).
18. მე-18 უჯრაში მიეთითება – დარიცხული გადასახადის გადახდის ვადები და თანხები, რომლებიც საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად იშიფრება 2 წელზე გაწერილი შესაბამისი ვადებისა და თანხების მითითებით.
19. დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების სისწორე დასტურდება გადამხდელის ხელის მოწერით.
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების
დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
| გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი |
| |||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
გადამხდელის პირადი ნომერი
| 1 |
| ||||||
| მატერიალური აქტივების რეალიზატორის (ჩუქებით, მემკვიდრეობით მიმღების) სახელი, გვარი, მისამართი | |||||||
| 2 |
| ||||||
| რეალიზებული (ჩუქებით, მემკვიდრეობით მიღებული) მატერიალური აქტივების დასახელება | |||||||
| 3 |
| ||||||
| რეალიზებული (ჩუქებით, მემკვიდრეობით მიღებული) მატერიალური აქტივების მისამართი (ადგილსამყოფელი) | |||||||
|
| მატერიალური აქტივის გადაცემის სახე: 1 _ რეალიზაცია; 2 _ მემკვიდრეობა; 3 _ ჩუქება | 4 |
| ||||
|
| რეალიზატორის მიერ მატერიალურ აქტივებზე საკუთრების წარმოშობის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი) | 5 |
| ||||
|
| გადასაცემ მატერიალურ აქტივზე საკუთრების წარმოშობის საფუძველი | 6 |
| ||||
|
ქონების მემკვიდრეობით (ჩუქებით) მიღების შემთხვევაში ნათესაური კავშირი ქონების მესაკუთრესთან |
7 |
| 8 |
| |||
| დასახელება | |||||||
| რეალიზებული (ჩუქებით, მემკვიდრეობით მიღებული) მატერიალური აქტივის ფასი (ღირებულება) (ლარი) |
9 |
| |||||
| მატერიალური აქტივის შეძენაზე, წარმოებაზე, ჩუქებასთან, მემკვიდრეობის მიღებასთან, დაკავშირებული ხარჯები | 10 |
| |||||
| მიმდინარე კალენდარული წლის განვლილ პერიოდში ფიზიკური პირისაგან ჩუქებით (მემკვიდრეობით) მიღებული მატერიალური აქტივების ღირებულება (გარდა I და II რიგის მემკვიდრეებისაგან მიღებული ქონებისა) | 11 |
| |||||
| მათ შორის | III და IV რიგის მემკვიდრეებისაგან მიღებული მატერიალური აქტივები | 12 |
| ||||
|
| სხვა ფიზიკური პირისაგან მიღებული მატერიალური აქტივები | 13 |
| ||||
| შეღავათები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის ---------- ნაწილ(ებ)ის თანახმად | 14 |
| |||||
| დასაბეგრი შემოსავალი | 15 |
| |||||
| გადასახდელი გადასახადის თანხა საგადასახადო კოდექსის 190-ე მუხლის გათვალისწინებით | 16 |
| |||||
| მატერიალური აქტივის ფაქტობრივად გადაცემის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი) | 17 |
| |||||
| დარიცხული გადასახადის გადახდის ვადა საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-7 და მე-9 ნაწილების გათვალისწინებით | 18 | სავადო | თან- ხა | ||||
|
|
|
| ||||
|
|
|
| ||||
|
|
|
| ||||
|
|
|
| ||||
|
|
|
| ||||
გადამხდელის ხელის მოწერა /- - - - - - / თარიღი - - - - - - - - -